მარკო მატერაცი რაფა ბენიტესს მისდგა

AutoSharing Option
მარკო მატერაცის ზედმეტი წარდგენა ნამდვილად არ სჭირდება - "ინტერის" და იტალიის ნაკრების ყოფილმა მცველმა "კორიერე დელა სერას" საკუთარი მოსაზრებები გაუზიარა.

ინტერი
იმედია, არ მიწყენენ, თუ ვიტყვი, რომ "ინტერის" ამჟამინდელი შემადგენლობა მკვეთრად ჩამოუვარდება ჩვენი თაობის გუნდს, რომელმაც ყველაფერი მოიგო, რისი მოგებაც შეიძლებოდა. ამიტომ ვალტერ მაცარი რთულ მდგომარეობაშია და ეს ყველაზე უკეთ თვითონ იცის. თუ ეს "ინტერი" სკუდეტოსთვის იბრძოლებს, პირადად მე სასიამოვნოდ გაკვირვებული დავრჩები.

თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ "ნერაძურის" პოტენციალი არ აქვს -
დარწმუნებული ვარ, გუნდი მალე დაიბრუნებს ძველ დიდებას და ეს აუცილებლად ვალტერ მაცარისთან ერთად მოხდება.

რაფაელ ბენიტესი
რაფაელ ბენიტესის ხელში "ინტერი" განწირული იყო - ესპანელ მწვრთნელს ფეხბურთელებთან ურთიერთობის დალაგება არ გამოსდის. არადა, "ინტერში" მას მკვეთრად გამოხატული ინდივიდუალისტები დახვდნენ, რომლებსაც განსაკუთრებული მიდგომა სჭირდებოდათ. რაფას ეს არ გამოუვიდა და ვატყობ, რომ იგივე ხდება "ნაპოლიშიც".

ნეაპოლურ გუნდს უკეთესი შემადგენლობა ჰყავს, ვიდრე გასულ სეზონში, მაგრამ შედეგი არ ჩანს - რატომ? - პრობლემა ისევ ბენიტესშია; ის ზედმეტად თავდაჯერებულია საკუთარ თავში, რაზეც მისი უსაფუძვლო გადაწყვეტილებები მეტყველებს. ჩავიდა თუ არა ნეაპოლში, პაოლო კანავარო ძირითადი შემადგენლობიდან ამოაგდო - არადა, პაოლო "ნაპოლის" სხვა ყველა მცველს სჯობია.

სერია A
სკუდეტოს ისევ "იუვენტუსი" მოიპოვებს, რადგან სხვებისგან განსხვავებით, ტურინელებს მთელი ჩემპიონატის სტაბილურად ჩატარება შეუძლიათ. ანტონიო კონტეს გუნდს ჩავარდნები არ აქვს, რაც წარმატების საწინდარია. შემადგენლობასაც რომ გადავხედოთ, "იუვე" საუკეთესოა - მარტო ნახევარდაცვა რად ღირს, სადაც ანდრეა პირლო და არტურო ვიდალი მოქმედებენ.

ჩემი აზრით, ვიდალი-პირლო დღეს საუკეთესო ტანდემია მსოფლიო მასშტაბით. მათ ცენტრის მთლიანად აღება შეუძლიათ, რასაც აკეთებენ კიდეც. "რომა" კარგი გუნდია, სანახაობრივ ფეხბურთს თამაშობს, მაგრამ მაქსიმუმ ჩემპიონთა ლიგის საგზურს შესწვდეს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
მარკო მატერაცი: თუ მოურინიო პსჟ-ში გადავა, იბრაჰიმოვიჩს კარგი დღე არ ელის
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული