ვალტერ მაცარი: არბიტრმა 100-პროცენტიანი პენალტი არ დანიშნა [VIDEO]

AutoSharing Option
მილანის "ინტერის" მთავარმა მწვრთნელმა ვალტერ მაცარიმ რომის "ლაციოსთან" (0:1) იტალიის ჩემპიონატის მე-18 ტურის მატჩის შემდეგ კომენტარი გააკეთა.

"ვიცოდით, რომ რთული მატჩი გველოდა. მსგავსი მატჩების შედეგებს ფეხბურთელების შეცდომები და არბიტრების გადაწყვეტილებები განაპირობებს.

არბიტრს დიასისთვის ფოლისთვის როლანდოზე პენალტი უნდა დაენიშნა, ხოლო თავად მცველს წითელი ბარათი ეკუთვნოდა.

"ლაციოსთან" მატჩში არ გაგვიმართლა. ეს 100-პროცენტიანი პენალტი იყო. ახლა ვამბობ იმას, რასაც ვფიქრობ.

თუმცა აღსანიშნავია, რომ ჩვენმა დაცვამ კლოზეს გოლის მომენტში ძალიან გულუბრყვილოდ ითამაშა. გერმანელმა მშვენივრად დაარტყა და გოლიც გაიტანა",
- თქვა მაცარიმ.

იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

მომზადებულია
Sky Sport Italia-ს მიხედვით

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული