იტალია. სერია A. XXI ტურის წინ: ლიდერი რომში ჩადის, "რომა" - სიყვარულის ქალაქში

AutoSharing Option
ტურის უმთავრესი ინტრიგა რომში გველის, სადაც "იუვენტუსი" "ლაციოს" ესტუმრება. ედუარდო რეიას ხელში რომაელებმა მოუმატეს და წესით, ლიდერს ღირსეული წინააღმდეგობა უნდა გაუწიონ.

მძიმე მატჩი ელის "რომასაც", რომელიც "ვერონას" ესტუმრება. ტურის წინასიტყვაობაში სწორედ ამ ორ მატჩზე ვისაუბრებთ, დანარჩენს კი სტატისტიკიდან შეიტყობთ...

მთავარი ჯახი "ოლიმპიკოზე"
ანტონიო კონტეს "იუვენტუსი" თამაშს თამაშზე იგებს და უმეტესად, მიზანს იოლად აღწევს, მაგრამ ამ უქმეებზე, წესით, უნდა გაუჭირდეს. ედუარდო რეიას ხელში "ბიანკოჩელესტემ" მოუმატა და იოლად არაფერს დათმობს.

ესეც შანსი "რომასთვის" და ნეიტრალური გულშემატკივრებისთვის, რომლებსაც სკუდეტოსთვის დაძაბული ბრძოლის ხილვა სურთ.

ანტონიო კონტე შეტევაში კვლავ კარლოს ტევესის და ფერნანდო ლორენტეს ტანდემს გაამწესებს, შუა ხაზში კი როტაცია გრძელდება - ამჯერად, თადარიგში ანდრეა პირლო დარჩება, ნახევარდაცვაში კი შემდეგ ხუთეულს ვიხილავთ: შტეფან ლიხტშტაინერს, კლაუდიო მარკიზიოს, პოლ პოგბას, არტურო ვიდალს და კვადვო ასამოას.

რაც შეეხება "ლაციოს", რეია ისევ საბაზო ტაქტიკის ძიებაში - თავიდან 4-2-3-1 გამოიყენა, შემდეგ 4-5-1 დააბრუნა, რასაც 3-4-3 მოჰყვა, ამ უქმეებზე კი წესით 3-4-2-1-ზე უნდა შეაჩეროს არჩევანი; ერთადერთი და გამოკვეთილი ფორვარდი რომ მიროსლავ კლოზე იქნება, თქმა არ სჭირდება, სიღრმიდან კი მას ერნანესი და ანტონიო კანდრევა დაეხმარებიან.

"რომა" ვერონაში
არც რომაელები უნდა იყვნენ დალხენილად. რუდი გარსიას გუნდი "ვერონას" ესტუმრება, რომელიც ლიდერთა შორისაა და ევროპალიგის საგზურისთვის იბრძვის.

ვენეტოელები განსაკუთრებით კარგად საკუთარ კედლებში ასპარეზობენ და იოლად არაფერს დათმობენ. გარსიამ წინასამატჩოდ მოკლე კომენტარი გააკეთა;

"წინ ურთულესი მატჩი გველის, რადგან "ვერონა" ყველა რგოლში თანაბრად კარგად დაკომპლექტებული გუნდია. მოედნის ცენტრში დიდი ბრძოლა გაჩაღდება, დანარჩენს კი დრო გვიჩვენებს. შეგირდებიოსგან მაქსიმალურ მონდომებას ვითხოვ, რადგან სხვაგვარად დადებითი შედეგის მიღწევა წარმოუდგენელია".

რუდი გარსია ისევ 4-3-3 სქემას აირჩევს და ამჯერად, შეტევაში ფრანჩესკო ტოტის, ჟერვინიოს და ადემ ლიაიჩს გაამწესებს. შესაბამისად, ალესანდრო ფლორენცი და მატია დესტრო თადარიგში დარჩებიან. "ვერონას" ლუკა ტონი დაუბრუნდა.

იტალია. სერია A. XXI ტური
25 იანვარი.
რომი. "ოლიმპიკო". 23:45
ლაციო-იუვენტუსი
დისკვალიფიკაცია: ონაზი, ლულიჩი, მაური - კიელინი.
ტრავმა: რადუ, კონკო, ნოვარეტი, ალფარო, ედერსონი (ლაციო).
ბოლო 6 შეხვედრა
3-1-2 6-0-0
ურთიერთშეხვედრები
სულ 45 თამაში: +13=11-21, (54-70)
სავარაუდო შემადგენლობები
ლაციო (3-4-2-1): მარკეტი - ბიავა, სიანი, დიასი - კავანდა, ბილია, ლედესმა, ვინიციუსი - კანდრევა, ერნანესი - კლოზე.
იუვენტუსი (3-5-2): ბუფონი - კასერესი, ბონუჩი, ბარცალი - ლიხტშტაინერი, ვიდალი, მარკიზიო, პოგბა, ასამოა - ტევესი, ლორენტე.

ნაპოლი-კიევო 21.00
დისკვალიფიკაცია: ფერნანდესი (ნაპოლი).
ტრავმა: ცუნიგა, მესტო, რეინა, ბერამი - კალელო.
ბოლო 6 შეხვედრა
3-3-0 1-2-3
ურთიერთშეხვედრები
სულ 15 თამაში: +9=1-5, (23-16)

26 იანვარი
ვერონა-რომა 15.30
დისკვალიფიკაცია: არავინ.
ტრავმა: სალა - რომანიოლი, ბალცარეტი.
ბოლო 6 შეხვედრა
3-1-2 4-1-1
ურთიერთშეხვედრები
სულ 9 თამაში: +1=2-6, (13-24)

კალიარი-მილანი 18.00
დისკვალიფიკაცია: იბარბო, პინილია (კალიარი).
ტრავმა: ნენე - ელ შაარავი, პაცინი.
ბოლო 6 შეხვედრა
1-3-2 2-2-2
ურთიერთშეხვედრები
სულ 31 თამაში: +2=9-20, (24-52)

ინტერი-კატანია 18.00
დისკვალიფიკაცია: ბარიენტოსი (კატანია).
ტრავმა: კივუ, მარიგა, იკარდი - ალვარესი.
ბოლო 6 შეხვედრა
1-2-3 1-1-4
ურთიერთშეხვედრები
სულ 15 თამაში: +12=1-2, (34-16)

ლივორნო-სასუოლო 18.00
დისკვალიფიკაცია: არავინ.
ტრავმა: ტერანოვა, ალექსე, აჩერბი, მაზუჩი (სასუოლო).
ბოლო 6 შეხვედრა
0-1-5 1-0-5
ურთიერთშეხვედრები
სულ 9 თამაში: +4=1-4, (14-15)

პარმა-უდინეზე 18.00
დისკვალიფიკაცია: ლუკარელი (პარმა).
ტრავმა: პავარინი, ობი - ბენუსი.
ბოლო 6 შეხვედრა
3-3-0 1-1-4
ურთიერთშეხვედრები
სულ 37 თამაში: +15=9-13, (52-51)

სამპდორია-ბოლონია 18.00
დისკვალიფიკაცია: რეჯინი - კონე.
ტრავმა: ჩეხი (ბოლონია).
ბოლო 6 შეხვედრა
3-1-2 1-2-3
ურთიერთშეხვედრები
სულ 20 თამაში: +7=9-4, (31-26)

ტორინო-ატალანტა 18.00
დისკვალიფიკაცია: ჟილე - ლუკინი, მილიაჩო.
ტრავმა: ლარონდო, გაცი - სკალონი, ბელინი, კონსილი.
ბოლო 6 შეხვედრა
4-1-1 2-1-3
ურთიერთშეხვედრები
სულ 25 თამაში: +7=7-11, (32-35)

ფიორენტინა-ჯენოა 23.45
დისკვალიფიკაცია: გონსალო (ფიორენტინა).
ტრავმა: გომესი, როსი, ეგაზი, ტომოვიჩი - კუჩკა, გამბერინი, პორტანოვა.
ბოლო 6 შეხვედრა
4-1-1 2-1-3
ურთიერთშეხვედრები
სულ 18 თამაში: +9=6-3, (32-20)

ბომბარდირები:
14 - ჯუზეპე როსი (ფიორენტინა); 11 - კარლოს ტევესი (იუვენტუსი), დომენიკო ბერარდი (სასუოლო); 10 - როდრიგო პალასიო (ინტერი), გონსალო იგუაინი (ნაპოლი), ჩირო იმობილე (ტორინო), არტურო ვიდალი (იუვენტუსი).

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული