მაქსი ლოპესი: ყოველთვის ვოცნებობდი, რომ დერბიში გოლი გამეტანა და ეს ამიხდა

AutoSharing Option
გენუის "სამპდორიას" არგენტინელი თავდამსხმელი მაქსი ლოპესი, რომელიც კლუბს "კატანიადან" იჯარით შეუერთდა, "ჯენოასთან" გამარჯვებით ძალიან გახარებულია.

"სამპდორიამ" ალბათ მათთვის ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან დაპირისპირებაში იმარჯვა. მიხაილოვიჩის გუნდმა თანაქალაქელ "ჯენოას" სტუმრად (1:0) სძლია.

მატჩის ერთადერთი გოლი 24-ე წუთზე ზემოთ ხსენებულმა მაქსი ლოპესმა მიითვალა საკუთარ ანგარიშზე.

"ეს გოლი ეძღვნება ჩემს შვილებს, თანაგუნდელებსა და გულშემატკივრებს. ყოველთვის ვოცნებობდი, რომ დერბიში გოლი გამეტანა და ეს ამიხდა.

ძალიან მნიშვნელოვანია, რომ გუნდმა მოიგო ისეთი მნიშვნელობის თამაში, როგორიც არის დერბი.

მინდა მადლობა გადავუხადო "სამპდორიას" და მთავარ მწვრთნელ სინიშა მიხაილოვიჩს, რადგან
მან თამაშის საშუალება მომცა",
- განუცხადა ლოპესმა კლუბის ოფიციალურ ვებგვერდს.

ამ გამარჯვებით მიხაილოვიჩის გუნდმა სერია A-ს ცხრილში მე-13 ადგილზე გადაინაცვლა და გასავარდნ ზონას უკვე 8 ქულა აშორებს.

მომდევნო ტურში გენუელები სატურნირო ცხრილში მათ მეზობელ "კალიარის" დაუპირისპირდებიან.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული