იტალია. სერია A. XXIII ტური: რომში ისე არ წვიმდა, როგორც ქუხდა [VIDEO]

AutoSharing Option
ის, რომ ლიდერს და მის მდევარს შორის ქულათა სხვაობა კიდევ უფრო არ გაიზარდა, "ვერონას" დამსახურებაა. "იუვენტუსი" ორი ბურთის სხვაობით იგებდა სიყვარულის ქალაქში, მაგრამ, საბოლოოდ, მხოლოდ ქულას დასჯერდა. "ნაპოლიმ" შანსი არ დაუტოვა "მილანს", რომაელები კი უგოლოდ გაიყარნენ.

მარიო ჯერ ვერ გაიზარდა
შაბათის მატჩებიდან ყველაზე დიდ ინტერესს ნეაპოლური დაპირისპირება იწვევდა. რამდენიმე წარუმატებელი შეხვედრის შემდეგ "ნაპოლის" გამარჯვება ჰაერივით სჭირდებოდა და მიაღწია კიდეც მიზანს. რაფაელ ბენიტესის გუნდი ორი თავით აღემატებოდა მეტოქეს, რომელიც ახალი მთავარი მწვრთნელის ხელში ჯერ კიდევ ფორმირების პროცესშია - უფრო სწორად, ჯერ
ფორმირების პროცესშიც კი არაა - ჯერჯერობით, თვითონ კლარენს ზეედორფმაც არ იცის, რა ფეხბურთს თამაშობს მისი "მილანი" და როდის გაიგებს, რთული სათქმელია.

ჰოლანდიელმა ისევ 4-2-3-1 ტაქტიკა აირჩია, შემადგენლობაში კი რამდენიმე ცვლილება მოახდინა. საყრდენ ხაზზე ნაიჯელ დე იონგთან ერთად, მიკაელ ესიენი გაამწესა; ერთადერთი და გამოკვეთილი ფორვარდის უკან რობინიო მოქმედებდა, ფლანგებიდან კი ადელ ტაარაბტი და ინაციო აბატე უტევდნენ. დებიუტანტმა ტაარაბტმა თავი საკმაოდ კარგად წარმოაჩინა, მშვენიერი გოლიც გაიტანა. აი, აბატე კი ახალ პოზიციაზე ჩაიკარგა და მეორე ნახევარში დაცვას დაუბრუნდა.

რაც შეეხება "ნაპოლის", რაფამ ექსპერიმენტებს თავი აარიდა და ძირითადში დააყენა როგორც გონსალო იგუაინი, ისე მარეკ ჰამშიკი. მოულოდნელად, სასტარტოში იყო ლორენცო ინსინიე, რომელსაც ასევე კარგი მატჩი გამოუვიდა.

შეხვედრა ახალი დაწყებული იყო, როდესაც ტაარაბტმა ბურთით დაახლოებით ოცი მეტრი გაირბინა და უზუსტესი დარტყმით, მეკარისაგან მარცხენა დაბალი კუთხე დალაშქრა. მოკლედ, თამაში მილანელთათვის ბრწყინვალედ დაიწყო, მაგრამ ინიციატივა მალევე იგდეს ხელთ მასპინძლებმა და ანგარიშიც გაქვითეს - გიოკჰან ინლერმა შორიდან უძლიერესად დაარტყა, რეკოშეტის შემდეგ კი ბურთი ბადეში ჩაეშვა.

ამის შემდეგ კი უკვე იგუაინის ჯერი დადგა - გონსალომ ჯერ იმავე ინლერის პასი გამოიყენა და თავით გადაგზავნა ბურთი კარში, შემდეგ კი სამსვლიანი კომბინაცია დააბოლოვა და მატჩის საბოლოო ანგარიში დააფიქსირა - 3:1. მარიო ბალოტელიმ ჩააგდო თამაში და როდესაც შეცვალეს, სათადარიგოთა სკამზე ატირდა - ამ თემაზე ნამატჩევს ზეედორფმაც ისაუბრა:

"კარგად დავიწყეთ, მაგრამ მალევე დავთმეთ პოზიციები და მთლიანობაში, ლოგიკურად დავმარცხდით. უნდა ვაღიაროთ, რომ დღეს "ნაპოლი" უფრო ძლიერია, მაგრამ რა იქნება ხვალ, რთული სათქმელია. მარიო ბალოტელიმ ემოციები ვერ მოთოკა, რაც ნებისმიერს შეიძლება დაემართოს. ისე კი, მარიო ჯერ კიდევ გასაზრდელია და ამაში ყველანაირად დავეხმარები. "კალიარისთან" ბრწყინვალედ ითამაშა, შემდეგ კი მოუკლო - მეტი სტაბილურობაა საჭირო. ოპტიმისტურად ვარ განწყობილი და ვფიქრობ, რომ კრიზისს მალე დავძლევთ"
.

იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

უგოლო დერბი
დედაქალაქური დერბი "რომას" უპირატესობით წარიმართა - რუდი გარსიას გუნდი ტერიტორიულ და სათამაშო უპირატესობას ფლობდა, მომენტიც მეტი შექმნა, მაგრამ ბურთმა არ ინება კარის ხაზის გადაკვეთა. გულხელდაკრეფილნი არც "არწივები" იყვნენ და პერიოდულად "ჩხვლეტდნენ" მეტოქეს, მაგრამ რეალური საგოლე მომენტი გაცილებით ნაკლები შექმნეს. მთლიანობაში, თამაში არცთუ სანახაობრივი გამოვიდა და ეს ანგარიშზეც შესაბამისად აისახა.

არადა, ტრიბუნებზე სრული საგიჟეთი იყო - გულშემატკივრებს შორის მცირე შეტაკებაც მოხდა, მაგრამ საბედნიეროდ, არავინ დაშავებულა. ნამატჩევს, რუდი გარსიამ მეტოქე თამაშის ჩაკეტვაში დაადანაშაულა:

"მეტოქემ ჩაკეტა თამაში, რამაც მატჩს სანახაობრივი მხარე დაუკარგა. სჯობდა, გახსნილი ფეხბურთი ყოფილიყო და გულშემატკივრებს მეტი სიამოვნება მიეღოთ. შეგვეძლო მოგება, მაგრამ შანსები ხელიდან გავუშვით. იყო ხარვეზები, რომლებიც ასეთ პრინციპულ მატჩებში ყველაზე კარგად ჩანს - მინუსებზე უნდა ვიმუშაოთ და უსწრაფესად აღმოვფხვრათ. სკუდეტოსთვის ბრძოლა გრძელდება, ყველაფერი წინ არის"
.

"იუვე" ვერონაში შეფერხდა
"იუვენტუსმა" "ვერონას" მალევე გაუტანა ორი გოლი და როგორც ჩანს, საქმე მოთავებულად ჩათვალა. კარლოს ტევესის დუბლის შემდეგ ტურინელები თითქოს დადგნენ და ინიციატივა მასპინძლებს დაუთმეს - სტუმართათვის ეს დამღუპველი აღმოჩნდა, რადგან ვერონელებმა უნარიანად შეუტიეს და მეორე ნახევარში ანგარიში გაქვითეს. მომენტების და გოლების აღწერით თავს არ შეგაწყენთ და მხოლოდ იმას აღვნიშნავთ, რომ კიდევ ერთი დიდებული მატჩი გამართა ლუკა ტონიმ.

სწორედ ვეტერანმა შეამცირა სხვაობა და ვერონელთა პატარა გმირობას სათავე დაუდო.

ნამატჩევს, ანტონიო კონტე ცოფებს ყრიდა და ჟურნალისტებსაც ემოციურად ესაუბრა: "ხშირად მეკითხებიან, თუ რატომ ვნერვიულობ მაშინაც კი, როდესაც ჩემი გუნდი სოლიდური ფორით იგებს; ხედავთ, რა მოხდა? - სწორედ იმიტომ ვნერვიულობ, რომ თამაში და ბრძოლა ბოლო წამამდეა საჭირო".

იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

სერია A. XXIII ტური:

ფიორენტინა-ატალანტა 2:0
გოლები: 1:0 ილიჩიჩი (16), 2:0 ვოლსკი (86).
ფიორენტინა (3-5-2): ნეტო - დიაკიტე, კომპერი, სავიჩი - ანდერსონი (56. ფერნანდესი), ბორხა ვალერო, პისარო, კუადრადო, ვარგასი - ილიჩიჩი (59. ვოლსკი), მატრი (78. მატოსი).
ატალანტა (4-4-1-1): კონსილი - ბენალუანი, იეპესი, სტენდარდო, დელ გროსო - რაიმონდი (58. ესტიგარიბია), ჩიგარინი, ბონავენტურა, მილიაჩო (73. კარმონა) - მორალესი (84. კაცოლა) - დენისი.
გაფრთხილება: ბორხა ვალერო - სტენდარდო, მილიაჩო.
გაძევება: ჩიგარინი (82. ატალანტა).
კუთხური: 11-6; ჯარიმა: 13-14; თამაშგარე: 0-1; კარში დარტყმა: 18-11 (4-4); ბურთის ფლობა: 53%-47%.
მაყურებელი: 30 000

უდინეზე-კიევო 3:0
გოლები: 1:0 დი ნატალე (56), 2:0 ფერნანდესი (74), 3:0 ბადუ (86).
უდინეზე (3-4-2-1): სკუფეტი - ერტო, დანილო, დომიცი - ბასტა, ბადუ, ლაძარი (46. პერეირა), იებდა, გაბრიელ სილვა - მაიკოსუელი (67. ფერნანდესი) - დი ნატალე (80. მურიელი).
კიევო (3-5-2): პუჯონი - ბერნარდინი, ცეზარი, კანინი - სარდო, ბენტივოლიო (62. ობინა), გუარენტე, რიგონი, დრამე - თერეუ (78. ლაზარევიჩი), სტოიანი (67. პალოსკი).
გაფრთხილება: ცეზარი, სტოიანი (კიევო).
კუთხური: 1-6; ჯარიმა: 12-10; თამაშგარე: 3-2; კარში დარტყმა: 6-7 (3-3); ბურთის ფლობა: 57%-43%.
მაყურებელი: 16 000

ნაპოლი-მილანი 3:1
გოლები: 0:1 ტაარაბტი (8), 1:1 ინლერი (11), 2:1 იგუაინი (56), 3:1 იგუაინი (82).
ნაპოლი (4-2-3-1): რეინა - მაჯო, ალბიოლი, ფერნანდესი, გულანი - ინლერი (89. ჯემაილი), ფრელო - ჰამშიკი (83. ბერამი), ინსინიე (78. კალეხონი), მერტენსი - იგუაინი.
მილანი (4-2-3-1): აბიატი - დე შილიო, რამი, მექსე, ემანუელსონი (70. მონტოლივო) - დე იონგი, ესიენი - აბატე, რობინიო (46. კაკა), ტაარაბტი - ბალოტელი (73. პაცინი).
გაფრთხილება: ინლერი, ფრელო, კალეხონი - აბიატი, ტაარაბტი.
კუთხური: 5-0; ჯარიმა: 10-17; თამაშგარე: 1-5; კარში დარტყმა: 22-7 (11-5); ბურთის ფლობა: 50%-50%.
მაყურებელი: 45 000

ტორინო-ბოლონია 1:2
გოლები: 1:0 იმობილე (5), 1:1 კრისტალდო (11), 1:2 კრისტალდო (24).
ტორინო (3-4-1-2): პადელი - მაქსიმოვიჩი, გლიკი, მორეტი - დარმიანი (46. ბაშა), მაზიელო, ვივესი, ფარნერუდი (63. ლარონდო) - ელ ქადური (46. კურტიჩი) - ჩერჩი, იმობილე.
ბოლონია (3-5-2): კურჩი - ნატალი (64. კერუბინი), ანტონსონი, მანტოვანი - გარიჩი, ხრისტოდოლოპულოსი, კრჰინი (78. სორენსენი), პერესი, მორლეო - კრისტალდო, ბიანკი (88. იბსონი).
კუთხური: 13-1; ჯარიმა: 18-16; თამაშგარე: 5-0; კარში დარტყმა: 14-8 (7-4); ბურთის ფლობა: 64%-36%.
მაყურებელი: 17 000

ვერონა-იუვენტუსი 2:2
გოლები: 0:1 ტევესი (4), 0:2 ტევესი (21), 1:2 ტონი (52), ტალები (90).
ვერონა (4-3-3): რაფაელი - კაჩატორე (86. ტალები), მორასი, მარკესი, ალბერტაცი - ალფრედსონი, დონადელი (69. ჩირილიანო), რომულო - იანკოვიჩი (62. მარტინიო), იტურბე, ტონი.
იუვენტუსი (3-5-2): ბუფონი - კასერესი, ბონუჩი, კიელინი (75. ოგბონა) - ლიხტშტაინერი, ვიდალი, პოგბა, პირლო, ასამოა (80. პელუზო) - ტევესი, ლორენტე (66. ოსვალდო).
გაფრთხილება: მარკესი, ალფრედსონი (ვერონა).
კუთხური: 3-9; ჯარიმა: 10-18; თამაშგარე: 1-2; კარში დარტყმა: 5-9(4-5); ბურთის ფლობა: 39%-61%.
მაყურებელი: 30 000

ლაციო-რომა 0:0
ლაციო (4-3-3): ბერიშა - კონკო, დიასი, ბიავა, რადუ - ლედესმა, გონსალესი (79. ონაზი), ლულიჩი - კანდრევა, კეიტა (46. მაური), კლოზე.
რომა (4-3-3): დე სანკტისი - მაიკონი, ბენატია, კასტანი, ტოროსიდისი - სტროტმანი, პიანიჩი (79. ლიაიჩი), დე როსი - ფლორენცი (64. ბასტოსი), ჟერვინიო, ტოტი (82. დესტრო).
გაფრთხილება: კანდრევა, ლულიჩი, მაური - ბენატია, სტროტმანი.
კუთხური: 6-6; ჯარიმა: 20-10; თამაშგარე: 1-1; კარში დარტყმა: 3-15(2-4); ბურთის ფლობა: 40%-60%.
მაყურებელი: 60 000

ლივორნო-ჯენოა 0:1
გოლი: 0:1 ანტონელი (10).
ლივორნო (3-5-2): ბარდი - ჩეკერინი, ემერსონი, კოდა - ბენასი, პიჩინი (58. ბელფოდილი), გრეკო (71. დუნკანი), ლუჩი, მესბა - ემეგარა (87. ბორა), პაულინიო.
ჯენოა (3-4-3): პერინი - პორტანოვა, ბურდისო, მარკეზე - ვრსალკო (50. მოტა), ბერტოლაჩი (74. კაბრალი), მათუზალემი, დე ჩელიე (61. სტურარო) - ანტონელი, კონატე, ჯილარდინო.
გაფრთხილება: კოდა, მესბა, პიჩინი, გრეკო - ბურდისო, პორტანოვა, სტურარო.
კუთხური: 10-1; ჯარიმა: 20-22; თამაშგარე: 1-2; კარში დარტყმა: 15-3 (6-1); ბურთის ფლობა: 53%-47%.
მაყურებელი: 10 000

პარმა-კატანია 0:0
პარმა (4-3-3): მირანტე - კასანი, ლუკარელი, პალეტა, გობი (87. მოლინარო) - გარგანო (62. ასკუა), მარკიონი, პაროლო - ბიაბიანი, კასანო (74. პალადინო), ამაური.
კატანია (4-3-3): ანდუხარი - პერუცი, ბელუში, სპოლი, როლინი (76. ალვარესი) - ისკო, ლოდი, რინაუდო - ბარიენტოსი (89. პლაშილი), კასტრო (89. ფედატო), ბერგესიო.
გაფრთხილება: პალეტა, მარკიონი - ბელუში, პერუცი, ლოდი.
კუთხური: 6-6; ჯარიმა: 18-12; თამაშგარე: 3-7; კარში დარტყმა: 6-11(3-4); ბურთის ფლობა: 55%-45%.
მაყურებელი: 16 000

სამპდორია-კალიარი 1:0
გოლი: 1:0 გასტალდელო (11).
სამპდორია (4-2-3-1): და კოშტა - დე სილვესტრი, ფორნაზიერი, გასტალდელო, რეჯინი - პალომბო, კრსტიჩიჩი (84. ვსზოლეკი) - სორიანო (61. ობიანგი), გაბიადინი, ედერი - ოკაკა (83. რენანი).
კალიარი (4-3-1-2): ავრამოვი - პერიკო, როსეტინი, ასტორი, მურუ - ვეჩინო (90. იბრაიმი), ეკდალი (75. ადრიანი), კონტი - კაბრერა (56. კოსუ) - საუ, ნენე.
გაფრთხილება: პალომბო, გასტალდელო, დე სილვესტრი, ობიანგი - ასტორი, კონტი, ეკდალი, ვეჩინო, ნენე.
კუთხური: 5-4; ჯარიმა: 27-23; თამაშგარე: 3-5; კარში დარტყმა: 7-9(3-3); ბურთის ფლობა: 46%-54%.
მაყურებელი: 22 000

ინტერი-სასუოლო 1:0
გოლი: 1:0 სამუელი (48).
ინტერი (3-4-2-1): ჰანდანოვიჩი - როლანდო, სამუელი (80. კამპანიარო), ჟუან ჟესუსი - ჯონატანი, გუარინი, ერნანესი, კუზმანოვიჩი (84. ტაიდერი), ნაგატომო - პალასიო, მილიტო (66. ბოტა).
სასუოლო (3-5-2): პეგოლო - ბიანკო (74. მისიროლი), კანავარო, არიაუდო - როზი, ბიონდინი (23. ჩიბსა), ბრიგი, მარონე, ლონგი - ბერარდი, ფლოკარი (80. ფლორო ფლორესი).
გაფრთხილება: ბოტა - როზი.
კუთხური: 10-3; ჯარიმა: 13-14; თამაშგარე: 4-0; კარში დარტყმა: 11-3 (6-1); ბურთის ფლობა: 55%-45%.
მაყურებელი: 45 000

იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

ბომბარდირები: 14 - ჯუზეპე როსი (ფიორენტინა); 13 - კარლოს ტევესი (იუვენტუსი); 12 - დომენიკო ბერარდი (სასუოლო), გონსალო იგუაინი (ნაპოლი), ჩირო იმობილე (ჯენოა).

მომდევნო ტური
14 თებერვალი:
მილანი-ბოლონია
15 თებერვალი:
ფიორენტინა-ინტერი;
16 თებერვალი: კატანია-ლაციო, იუვენტუსი-კიევო, კალიარი-ლივორნო, სასუოლო-ნაპოლი, ატალანტა-პარმა, ჯენოა-უდინეზე, რომა-სამპდორია
17 თებერვალი:
ვერონა-ტორინო

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული