იტალია. სერია A. XXV ტური: ლიდერები წვალებით იგებენ [VIDEO]

AutoSharing Option
25-ე ტურის ბოლო ორი შეხვედრა 24 თებერვალს გაიმართება, უქმეებზე კი მოვლენები საინტერესოდ განვითარდა; "რომამ" "ბოლონიას" მოუგო გასვლაზე, "მილანმა" "სამპდორიას" გამოუყვანა წირვა, "ინტერი" კი საკუთარ მოედანზე "კალიარისთან" წაბორძიკდა. თუმცა მთავარი მატჩი ტურინში შედგა და სწორედ ამით დავიწყოთ.

ტურინული დერბი
"იუვენტუსმა" კიდევ ერთხელ სძლია თანაქალაქელს და უმნიშვნელოვანესი ქულები ჩაიწერა აქტივში. თუმცა სამართლიანობა მოითხოვს აღინიშნოს, რომ მატჩი დიდი ვერაფერი საყურებელი გამოდგა და ამაში უპირველესი დამნაშავე "იუვენტუსია". ალბათ იმიტომ, რომ "იუვესგან" გაცილებით მეტს ველოდებით.

იტალიურ სპორტულ პრესაში სულ უფრო ხშირად საუბრობენ "ვეკია სენიორას" პატარა
ჩავარდნაზე და ტურინული დერბი ამ ეჭვებს კიდევ უფრო გააღრმავებდა. ნელი ტემპი და ბევრი წუნი გადაცემებში, რაც შესაძლოა გადაღლილობითაც იყოს განპირობებული.

ასეა თუ ისე, "იუვემ" დიდი ვერაფერი ფეხბურთი აჩვენა, მაგრამ მთავარი შეძლო: სამი ქულა ჩაიწერა აქტივში.

გამარჯვების გოლი კარლოს ტევესის ანგარიშზეა, რომელმაც ულამაზესი დარტყმით შეარხია მეტოქის კარის ბადე - 30-ე წუთი მიმდინარეობდა, როდესაც არგენტინელმა საჯარიმოს გარედან ნახევარბრუნში დაუბათქუნა და "ტოროს" მეკარე უშანსოდ დატოვა, 1:0.

ტევესი ყველაზე გამორჩეული იყო მასპინძელთა შემადგენლობაში და მასთან ერთად, კვადვო ასამოას გამოყოფაც შეიძლება. სამაგიეროდ, არტურო ვიდალი იყო ჩრდილში - ყველა სიკეთესთან ერთად, ჩილელმა ყვითელი ბარათების ლიმიტი ამოწურა და მომდევნო ტურში "მილანთან" შეხვედრას გამოტოვებს. და მაინც, "იუვე" იგებს და ჯიქურ მიიწევს მორიგი სკუდეტოსკენ.

იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

რაჯას პირველი რომაული
ტური ბოლონიური პაექრობით დაიწყო, სადაც "რომა" ჩავიდა და მორიგი გამარჯვება მოიპოვა. არადა, თამაში თანაბარი გამოდგა და თავისუფლად შეიძლებოდა, რომ მასპინძლებს მინიმუმ ქულა აეღოთ. განსაკუთრებულად კარგი შანსი "ბოლონიას" მატჩის უკანასკნელ წუთზე ჰქონდა, როდესაც ბურთი სანტიმეტრებით ასცდა მორგან დე სანკტისის კარის ჩარჩოს. მოკლედ, "რომა" გადარჩა, თუმცა ვერც იმას დავიჩემებთ, რომ დაუმსახურებლად მოიგო.

აღვნიშნოთ ისიც, რომ "რომამ" საკუთარი კარი დაცვის ექსპერიმენტული შემადგენლობით შეინახა მშრალად - ცენტრში, ტრადიციულად, მეჰდი ბენატია და ლეანდრო კასტანი მოქმედებდნენ, ფლანგებზე კი ვეტერანი როდრიგო ტადეი და ახალგაზრდა ალესიო რომანიოლი ვიხილეთ.

სამართლიანობა მოითხოვს აღინიშნოს, რომ ორივე ფლანგელმა კარგად ითამაშა. გამარჯვების გოლი რაჯა ნაინგოლანმა გაიტანა, რომელიც დროულად შეიჭრა მეტოქის საჯარიმოში და ჩაკიდული ბურთი უძლიერესი დარტყმით გაახვია ბადეში. ეს იყო რომაელთა ერთადერთი რეალური შანსი, რომელიც ბელგიელმა ნახევარმცველმა გოლად აქცია. აღვნიშნოთ ისიც, რომ რაჯამ პირველად გამოიჩინა თავი "ჯალოროსის" შემადგენლობაში.

მატჩის შემდეგ რუდი გარსია კმაყოფილი ჩანდა: "მთავარი სამი ქულის მოპოვებაა და არა თამაშის ხარისხი. თუმცა ბოლო წუთზე გოლს გადავურჩით, რაც კონცენტრაციის დაკარგვის ბრალი იყო და ეს აღარ უნდა განმეორდეს".

იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

ადელი და ადილი
"მილანმა" ორი უპასუხო გოლი გაუტანა "სამპდორიას" და გენუაში უმნიშვნელოვანესი გამარჯვება მოიპოვა. სინიშა მიხაილოვიჩის ხელში "სამპა" პროგრესირებს და ბევრს არ სჯეროდა, რომ კრიზისში მყოფი "როსონერი" "სტადიო მარასიზე" ასე დამაჯერებლად იასპარეზებდა. კლარენს ზეედორფის შეგირდებმა უპირატესობით წარმართეს შეხვედრა და სრულიად დამსახურებულად გაიმარჯვეს.

პირველი გოლი ადელ ტაარაბტმა შეაგდო, რომელიც შესანიშნავად ჩაეწერა ახალ გუნდში და ნელ-ნელა მის ლიდერადაც ყალიბდება; მეორე კი ადილ რამის ანგარიშზეა. ცნობისთვის, მაროკოელმა მეორეჯერ გამოიჩინა თავი "როსონერის" შემადგენლობაში. ადელი და ადილი ზამთრის სატრანსფერო პერიოდში შეუერთდნენ გუნდს და ჯერჯერობით, აშკარად ამართლებენ.

"მილანს" მარიო ბალოტელი და რიკარდო კაკა ჰყავდა ტრავმირებული და ამ ფონზე, გენუაში მოპოვებული გამარჯვება ორმაგად ფასობს. ნამატჩევს, კლარენს ზეედორფმა კმაყოფილება გამოთქვა შეგირდთა გარჯით და დასძინა, ჩვენი პროგრესი მადრიდის "ატლეტიკოსთან" შეხვედრაში გამოჩნდა, დღეს კი ამაში კიდევ ერთხელ დავრწმუნდიო. ვნახოთ, როგორ გააგრძელებენ ზე და მისი "მილანი".

იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

"ინტერი" განაგრძობს არასტაბილურად ასპარეზობას. ფლორენციაში მოპოვებული გამარჯვების შემდეგ მილანელებმა "კალიარის" უმასპინძლეს და მხოლოდ ქულას დასჯერდნენ. ანგარიში სარდინიელებმა გახსნეს და პირველი ტაიმი მოიგეს კიდეც, მეორეში კი პორტუგალიელმა მცველმა როლანდომ გაათანაბრა.

ბუნებრივია, "ნერაძური" დიდი ძალებით გადავიდა მეტოქის ნახევარზე, მაგრამ ამ საქმისგან არაფერი გამოვიდა. ვალტერ მაცარის ერნანესი აკლდა და ბრაზილიელი ახალწვეულის გააზრებული შეტევები. "ინტერს" ჯერ კიდევ ბევრი აკლია იმისთვის, რომ ძველი დიდება დაიბრუნოს.

სერია A. XXV ტური

ბოლონია-რომა 0:1
გოლი: 0:1 ნაინგოლანი (37).
ბოლონია (3-5-2): კურჩი - ნატალი (78. მოსკარდელი), ანტონსონი, კერუბინი (62. მანტოვანი) - გარიჩი (57. იბსონი), ხრისტოდოლოპულოსი, კრჰინი, კონე, მორლეო - კრისტალდო, ბიანკი.
რომა (4-3-3): დე სანკტისი - ტადეი, ბენატია, კასტანი, რომანიოლი - ნაინგოლანი, პიანიჩი (61. სტროტმანი), დე როსი - ფლორენცი (53. ლიაიჩი), ჟერვინიო, დესტრო (74. ბასტოსი).
გაფრთხილება: იბსონი - ბენატია, რომანიოლი, ნაინგოლანი.
კუთხური: 5-1; ჯარიმა: 9-15; თამაშგარე: 3-5; კარში დარტყმა: 8-9(2-1); ბურთის ფლობა: 48%-52%.
მაყურებელი: 21 000

ლივორნო-ვერონა 2:3
გოლები: 0:1 იანკოვიჩი (33), 0:2 რომულო (43), 0:3 ტონი (45), 1:3 პაულინიო (72), 2:3 გრეკო (73).
ლივორნო (3-5-2): ბარდი - კასტელინი (46. ბელფოდილი), რინაუდო (61. ჯემიტი), კოდა - ემერსონი, მბაიე (90. მოსკერა), დუნკანი, გრეკო, მესბა - ემეგარა, პაულინიო.
ვერონა (4-3-3): რაფაელი - კაჩატორე, მორასი, მარკესი, ალბერტაცი - რომულო (83. დონატი), დონადელი, მარკინიო - იანკოვიჩი (84. თალები), იტურბე (79. სალა), ტონი.
გაფრთხილება: კოდა, ემერსონი, გრეკო, ჯემიტი - ტონი, სალა.
კუთხური: 6-8; ჯარიმა: 19-11; თამაშგარე: 0-2; კარში დარტყმა: 13-15(3-3); ბურთის ფლობა: 49%-51%.
მაყურებელი: 10 000

კიევო-კატანია 2:0
გოლები: 1:0 თერეუ (37-პენ.) 2:0 რიგონი (68).
კიევო (4-4-2): აგაცი - ფრეი, დაინელი, ცეზარი, დრამე - ჰეტემაი, გუანა (73. ბერნარდინი), რიგონი (79. რადოვანოვიჩი), გუარენტე - თერეუ (54. სტოიანი), პალოსკი.
კატანია (4-3-3): ანდუხარი - პერუცი, ბელუში, სპოლი, ალვარესი - ისკო, ლოდი, რინაუდო (64. პლაშილი) - კეკო (61. ფედატო), კასტრო (71. ბოატენგი), ბერგესიო.
გაფრთხილება: ცეზარი, ფრეი, გუანა, რიგონი - ალვარესი, ლოდი, რინაუდო, ბერგესიო.
კუთხური: 4-9; ჯარიმა: 25-16; თამაშგარე: 2-0; კარში დარტყმა: 7-11(3-7); ბურთის ფლობა: 44%-56%.
მაყურებელი: 11 000

ინტერი-კალიარი 1:1
გოლები: 0:1 პინილია (40-პენ.), 1:1 როლანდო (52).
ინტერი (3-5-2): ჰანდანოვიჩი - როლანდო, სამუელი, ჟუან ჟესუსი - ჯონატანი, კუზმანოვიჩი (78. ბოტა), ალვარესი (66. კოვაჩიჩი), გუარინი, ნაგატომო - პალასიო, მილიტო (46. იკარდი).
კალიარი (4-3-1-2): ავრამოვი - დესენა, როსეტინი, ასტორი, აველარი - ვეჩინო, ეკდალი, კოსუ (77. პერიკო) - ადრიანი (57. ერიკსონი) - იბარბო, პინილია (71. ნენე).
გაფრთხილება: ჟუან ჟესუსი - დესენა, ეკდალი, ვეჩინო, იბარბო.
კუთხური: 4-3; ჯარიმა: 13-15; თამაშგარე: 1-1; კარში დარტყმა: 9-5(3-2); ბურთის ფლობა: 59%-51%.
მაყურებელი: 48 000

სამპდორია-მილანი 0:2
გოლები: 0:1 ტაარაბტი (12), 0:2 რამი (58).
სამპდორია (4-2-3-1): და კოშტა - ფორნაზიერი, მუსტაფი, კოსტა, რეჯინი - პალომბო, ობიანგი (56. მაქსი ლოპესი) - კრსტიჩიჩი (81. რენანი), გაბიადინი, ვსზოლეკი (46. სორიანო) - ედერი.
მილანი (4-2-3-1): ამელია - აბატე, რამი, ძაკარდო, კონსტანტი (76. ემანუელსონი) - მუნტარი (64. ესიენი), მონტოლივო - ჰონდა, საპონარა (57. პოლი), ტაარაბტი - პაცინი.
გაფრთხილება: პალომბო, კოსტა, მუსტაფი, გაბიადინი - კონსტანტი, მუნტარი, ჰონდა.
გაძევება: მაქსი ლოპესი (72. წითელი).
კუთხური: 4-4; ჯარიმა: 11-13; თამაშგარე: 3-3; კარში დარტყმა: 9-9(3-5); ბურთის ფლობა: 51%-49%.
მაყურებელი: 25 000

უდინეზე-ატალანტა 1:1
გოლები: 0:1 ბრივიო (24), 1:1 დი ნატალე (71-პენ.).
უდინეზე (3-5-1-1): სკუფეტი - ნალდო (32. ფერნანდეში), დანილო, დომიცი - ბასტა, ბადუ (88. იებდა), ვიდმერი, პინცი, ალანი - მურიელი (57. ლოპესი) - დი ნატალე.
ატალანტა (4-4-1-1): კონსილი - ბენალუანი, იეპესი, სტენდარდო, ბრივიო - რაიმონდი (80. ესტიგარიბია), ბაზელი (70. ჩიგარინი), ბონავენტურა, კარმონა - მორალესი (62. დე ლუკა) - დენისი.
გაფრთხილება: დომიცი, ფერდანდეში - სტენდარდო, რაიმონდი.
კუთხური: 6-7; ჯარიმა: 14-17; თამაშგარე: 0-0; კარში დარტყმა: 7-3(4-2); ბურთის ფლობა: 57%-43%.
მაყურებელი: 14 000

იუვენტუსი-ტორინო 1:0
გოლი: 1:0 ტევესი (30).
იუვენტუსი (3-5-2): ბუფონი - კასერესი, ბონუჩი, ბარცალი - ლიხტშტაინერი, ვიდალი (74. მარკიზიო), პოგბა, პირლო, ასამოა - ტევესი (90. ოსვალდო), ლორენტე (89. პადოინი).
ტორინო (3-5-2): პადელი - ბოვო (81. მეჯორინი), გლიკი, მორეტი - დარმიანი, ელ ქადური (85. ფარნერუდი), კურტიჩი (90. ბაშა), ვივესი, პასკუალე - ჩერჩი, იმობილე.
გაფრთხილება: ბონუჩი, ვიდალი - პასკუალე, ელ ქადური.
კუთხური: 4-2; ჯარიმა: 16-14; თამაშგარე: 2-1; კარში დარტყმა: 15-15 (6-3); ბურთის ფლობა: 55%-45%.
მაყურებელი: 41 000

ლაციო-სასუოლო 3:2
გოლები: 1:0 რადუ (36), 1:1 ფლოკარი (72), 2:1 კლოზე (73), 2:2 ფლორო ფლორესი (79), 3:2 რადუ (83).
ლაციო (4-3-3): ბერიშა - კონკო, დიასი (56. სიანი), ბიავა, რადუ - გონსალესი, ლედესმა, ლულიჩი - კანდრევა, მაური (65. ბილია), კლოზე.
სასუოლო (3-4-3): პეგოლო - მენდესი, კანავარო, არიაუდო - როზი, ბიონდინი, მანიანელი, ლონგი - ძაძა (61. ბერარდი), ჩიბსა (46. ციგლერი - 75. ფლორო ფლორესი), ფლოკარი.
გაფრთხილება: რადუ - როზი, მანიანელი, ძაძა.
კუთხური: 4-4; ჯარიმა: 10-16; თამაშგარე: 2-2; კარში დარტყმა: 8-5(4-4); ბურთის ფლობა: 48%-52%.
მაყურებელი: 30 000

ბომბარდირები: 14 - ჯუზეპე როსი (ფიორენტინა), კარლოს ტევესი (იუვენტუსი); 13 - ჩირო იმობილე (ტორინო); 12 - დომენიკო ბერარდი (სასუოლო), გონსალო იგუაინი (ნაპოლი), ლუკა ტონი (ვერონა)

მომდევნო ტური
1-ლი მარტი:
რომა-ინტერი
2 მარტი:
კალიარი-უდინეზე, ვერონა-ბოლონია, ჯენოა-კატანია, ატალანტა-კიევო, სასუოლო-პარმა, ტორინო-სამპდორია, ლივორნო-ნაპოლი, ფიორენტინა-ლაციო, მილანი-იუვენტუსი

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული