ლორენცო ინსინიემ სეზონი დაასრულა

AutoSharing Option
გუშინდელ ნომერში გამცნეთ, რომ "ფიორენტინა"-"ნაპოლის" შეხვედრაში ლორენცო ინსინიემ ტრავმა მიიღო და შესაცვლელი გახდა.

ისიც ვივარაუდეთ, რომ ფეხბურთელს დაახლოებით ერთი თვის გამოტოვება მოუწევდა, მაგრამ ამ თემას კიდევ ერთხელ უნდა მივუბრუნდეთ, რადგან საქმე ბევრად უფრო მძიმედ ყოფილა - 23 წლის ლორენცომ ჯვარედინი მყესი გაიწყვიტა და 6 თვემდე მოუწევს მკურნალობა.

ამ თემაზე კომენტარი "ნაპოლის" მთავარმა მწვრთნელმა რაფაელ ბენიტესმა გააკეთა: "ინსინიე შესანიშნავ ფორმაში იყო და ძალიან გულდაწყვეტილი ვარ. ექიმებს ველაპარაკე და ყველაზე ცუდი პროგნოზი გამართლდა, მუხლის ჯვარედინი მყესი აქვს გაწყვეტილი, რასაც ნახევარწლიანი მკურნალობა სჭირდება.

დიდი შანსია, რომ მიმდინარე სეზონში საერთოდ ვეღარ ითამაშოს. ვაპირებთ თუ არა ზამთრის სატრანსფერო პერიოდში ინსინიეს შემცვლელის მოყვანას? - ამაზე ჯერ არ გვისაუბრია, თუმცა გაძლიერება ნამდვილად არ გვაწყენდა".

ბენიტესის კომენტარიდან ერთი საათი არ იყო გასული, რომ იტალიურ სპორტულ პრესაში საინტერესო ცნობა გავრცელდა. თუ "გაძეტა დელო სპორტს" დავუჯერებთ, "ნაპოლის" მესვეურებს სებასტიან ჯოვინკოს გადაბირება დაუსახავთ მიზნად და "იუვენტუსთან" მოლაპარაკების წამოწყებას აპირებენ.

ტურინულ გრანდში სებას სათამაშო პრაქტიკა აკლია და ახალ გუნდში გადასვლას თავადაც ეშურება.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული