ბევრი ცნობილი ფეხბურთელის, მათ შორის, პოლ პოგბას აგენტმა მინო რაიოლამ განაცხადა, რომ გასულ ზაფხულს "იუვენტუსმა" ორი სუპერშეთავაზება უარყო და 21 წლის ფრანგი ნახევარმცველი თავისთან დაიტოვა. პოგბა თანამედროვეობის ერთ-ერთი უნიჭიერესი ფეხბურთელია და მასზე ნადირობა გაგრძელდება, რაზეც რაიოლას სიტყვები მოწმობს:
"ხშირად ჰგონიათ, რომ პრესაში ყველაფერი იწერება, მაგრამ ასე არაა. მაგალითად, გასულ ზაფხულს "იუვენტუსს" ორი სუპერშეთავაზება ჰქონდა პოლ პოგბასთან დაკავშირებით, მაგრამ ორივეჯერ უარი განაცხადა. ისეთი შეთავაზებები იყო, რომ ტრანსფერში დარწმუნებული ვიყავი, მაგრამ ტურინელებმა სასიამოვნოდ გამაკვირვეს.
ვიცი, პოგბას ამ ზამთარსაც ეყოლება მსურველები და ალბათ,
"იუვე" ისევ შეეცდება მის შენარჩუნებას. თუმცა, იტალიურ ფეხბურთში არსებული ვითარებიდან გამომდინარე, სერია A-ს კლუბებს სულ უფრო უჭირთ ვარსკვლავების შენარჩუნება".
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"