იტალია. სერია A. XVI ტური: "მილანმა" "რომას" გაუძლო [VIDEO]

AutoSharing Option
* "პალერმოს" ფორვარდ პაულო დიბალაში "არსენალი" 40 მილიონ ევროს იხდის, "დორტმუნდი" - 48-ს.

* "პალერმომ" წელიწადი 9-მატჩიანი წაუგებელი სერიით დაასრულა.

* "კალიარი" სეზონში ერთადერთი გუნდია, რომელსაც შინ თამაში არ მოუგია.

მე-16 ტური ჯერ კიდევ ხუთშაბათს დაიწყო, როდესაც "იუვენტუსმა" და "ნაპოლიმ" თავიანთი შეხვედრები მოიგეს. ტურინულმა გრანდმა "კალიარი" დაამარცხა და კიდევ უფრო განიმტკიცა პოზიცია. აი, "რომა" კი "მილანს" დაუზავდა და სწორედ ამ მატჩმა მიიქცია განსაკუთრებული ყურადღება...

დიდი ბრძოლა "ოლიმპიკოზე"
"რომა"-"მილანის" ჯახი ნაკლებად სანახაობრივი, მაგრამ ძალიან საინტერესო გამოდგა. ფეხბურთელები მოედნის ნებისმიერი მონაკვეთისთვის თავგამოდებით იბრძოდნენ
და ხშირად არც უხეშობას ერიდებოდნენ.

ამად იყო, რომ მატჩის არბიტრმა შვიდჯერ ამოიღო ჯიბიდან ყვითელი ბარათი, 70-ე წუთზე კი მოედნიდან პაბლო არმერო გააძევა. შესაბამისად, ბოლო 20 წუთი "მილანი" კაცნაკლული იყო, რითაც "რომამ" ვერ ისარგებლა.

რომ არა არმეროს გაძევება, რომაელები მსაჯის მიმართ უფრო კრიტიკულნი იქნებოდნენ, რადგან მათ სასარგებლოდ აშკარა თერთმეტმეტრიანი არ დაინიშნა. მოკლედ, ნიკოლა რიცოლიმ შეცდომა ფეხბურთელის გაძევებით დააბალანსა. მთლიანობაში, მაინც კარგი მატჩი გამოვიდა, რამდენიმე მეტად სახიფათო მომენტით და ინტრიგით ბოლო წამამდე.

რუდი გარსია ("რომას" მწვრთნელი): "ვფიქრობ, რომ უფრო დავკარგეთ ქულები, ვიდრე მოვიპოვეთ. ამიტომ უკმაყოფილო ვარ. მსაჯმა დაუშვა შეცდომები, მაგრამ ამას არ აქვს არსებითი მნიშვნელობა - უკეთ უნდა გვეთამაშა, მეტი მომენტი შეგვექმნა და სამი ქულა მოგვეპოვებინა. "იუვენტუსთან" ჩამორჩენა გაიზარდა, მაგრამ საგანგაშო არაფერია. წინ კიდევ ბევრი ტურია და დაკარგულის ანაზღაურებას შევძლებთ".

ფილიპო ინძაგი ("მილანის" მწვრთნელი): "შედეგით კმაყოფილი ვარ, თამაშის ხარისხით კი ძალიან კმაყოფილი. ერთი კვირის წინ "ნაპოლი" დავამარცხეთ, ამჯერად კი "რომას" არაფერი დავუთმეთ, რაც კარგის ნიშანია. მეორე ნახევარში უპირატესობას ვფლობდით და ვიგრძენი, რომ მოგებაც შეგვეძლო, მაგრამ ამ დროს ათი ფეხბურთელით დავრჩით. ბოლო ორ თამაშში მოპოვებული ოთხი ქულა მახარებს და მჯერა, კიდევ უკეთ ავთამაშდებით".

იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

გენუელთა უიღბლო დღე
გენუური გუნდების მიმართ განსაკუთრებული ინტერესია, რადგან ორივე მაღალი მიზნებისთვის იბრძვის. გასულ ტურში ვერც "სამპდორიამ" ივარგა და ვერც "ჯენოამ". სინიშა მიხაილოვიჩის გუნდი "უდინეზეს" დაუხვდა და წაგებას გადაურჩა. საბოლოოდ, "სამპამ" ქულა კი მოიპოვა, მაგრამ ეს შედეგი დადებითად ნამდვილად ვერ ჩაითვლება. მორიგი გოლი შეაგდო მანოლო გაბიადინიმ, რომელიც გუნდის ლიდერად ყალიბდება და საინტერესოა, შეელევიან თუ არა მას გენუელები ზამთრის სატრანსფერო ფანჯრისას.

კიდევ უფრო ცუდი დღე ჰქონდა "ჯენოას", რომელიც "ტორინოსთან" დამარცხდა. ტურის წინასიტყვაობაში აღვნიშნეთ, რომ "ტორომ" მოუმატა და გენუელებს რთული მატჩი ელოდათ - ასე აგიხდეთ ყველაფერი, "ტორომ" აჯობა მეტოქეს და დამსახურებულად გაიმარჯვა.

მართალია, ტერიტორიულ უპირატესობას სტუმრები ფლობდნენ, მაგრამ უფრო მწვავედ მასპინძლები უტევდნენ და შედეგიც შესაბამისი მივიღეთ. ამრიგად, "ჯენოამ" შედარებით დათმო პოზიციები და მეექვსე ადგილზე ჩამოქვეითდა.

ვერც "ფიორენტინამ" ივარგა
რამდენიმე წარმატებული მატჩის შემდეგ "ფიორენტინამ" აშკარად ჩააგდო თამაში და "ემპოლისთან" მხოლოდ ქულას გამორჩა. ფლორენციელები აშკარა ფავორიტები იყვნენ და ბევრი დიდი ანგარიშით გამარჯვებასაც კი ელოდა, თუმცა ფორას ვინ ჩივის, "ვიოლამ" ვერაფერი დააკლო მეტოქეს და ფრეს დასჯერდა.

როგორც ჩანს, ვინჩენცო მონტელას გუნდისთვის ჯერ ადრეა ჩემპიონთა ლიგის საგზურისთვის ბრძოლა. თუმცა ამბობენ, რომ ზამთარში "ფიორენტინა" სებასტიან ჯოვინკოს და ალეშანდრე პატოს დაიმატებს - ასეთ შემთხვევაში, ფლორენციელთა შეტევითი პოტენციალი მკვეთრად გაიზრდება და შესაძლოა, სულ სხვა "ფიორენტინა" ვიხილოთ.

საინტერესო მატჩი შედგა ბერგამოში, სადაც "ატალანტა" მთელი თამაში მისდევდა "პალერმოს" და ბოლოს ფრეს მიაღწია - 3:3. ვერონულ დერბიში "კიევომ" გაიმარჯვა და შედარებით დაშორდა გასავარდნ ზონას.

სერია A. XVI ტური
20 დეკემბერი
სასუოლო-ჩეზენა 1:1
გოლები: 1:0 ძაძა (76-პენ.), 1:1 ზე ედუარდო (95)
სასუოლო (4-3-3): პომინი - ვრსალკო, ტერანოვა, აჩერბი, პელუზო - მისიროლი, მანიანელი, ტაიდერი (70. ფლოკარი) - ფლორო ფლორესი (62. სანსონე), ბერარდი (72. ბიონდინი), ძაძა
ჩეზენა (3-5-1-1): ლეალი - კაპელი, ლუკინი (80. სუჩი), მაგნუსონი - კარბონერო (46. ბრიენცა), ჯორჯი, კაშონე, ზე ედუარდო, მაძოტა - დეფრელი - ალმეიდა (80. ალეჰანდრო)
გაფრთხილება: პელუზო, მისიროლი, მანიანელი, ბერარდი - დეფრელი
კუთხური: 12-6; ჯარიმა: 14-15; თამაშგარე: 1-2; კარში დარტყმა: 8-4 (4-2); ბურთის ფლობა: 51%-49%
მაყურებელი: 12 000

რომა-მილანი 0:0
რომა (4-3-3): დე სანკტისი - მაიკონი (81. ტოროსიდისი), მანოლასი, იანგა-მბივა, ჰოლებასი - კეიტა, დე როსი (74. დესტრო), ნაინგოლანი - ფლორენცი (66. ლიაიჩი), ჟერვინიო, ტოტი
მილანი (4-3-3): დიეგო ლოპესი - ბონერა, საპატა, მექსე, არმერო - პოლი (81. მუნტარი), დე იონგი, მონტოლივო - ბონავენტურა, ჰონდა (73. ალექსი), მენეზი (89. ელ შაარავი)
გაფრთხილება: მაიკონი, დე როსი, ფლორენცი, დესტრო - მექსე, დე იონგი
გაძევება: არმერო (70)
კუთხური: 8-2; ჯარიმა: 7-14; თამაშგარე: 1-3; კარში დარტყმა: 7-7 (4-5); ბურთის ფლობა: 60%-40%
მაყურებელი: 50 000

21 დეკემბერი
ვერონა-კიევო 0:1
გოლი: 0:1 პალოსკი (81)
ვერონა (3-5-2): ბენუსი - მარკესი, მორასი, როდრიგესი - მარტიჩი (44. გონსალესი), პანაიოტისი, ალფრედსონი (85. სავიოლა), ხრისტოდოლოპულოსი, ბრივიო - ნენე, ტონი (69. ლოპესი)
კიევო (4-4-2): ბიძარი - ფრეი, ცეზარი, გამბერინი (74. დაინელი), ზუკანოვიჩი - ისკო, ბირსა (58. სკელოტო), ჰეტემაი, რადოვანოვიჩი - პალოსკი, მეჯორინი (64. პელისიერი)
გაფრთხილება: მარკესი, მარტიჩი, პანაიოტისი - რადოვანოვიჩი, პალოსკი
კუთხური: 6-4; ჯარიმა: 16-16; თამაშგარე: 2-0; კარში დარტყმა: 7-6 (2-3); ბურთის ფლობა: 52%-48%
მაყურებელი: 30 000

ატალანტა-პალერმო 3:3
გოლები: 0:1 რიგონი (6), 0:2 ვასკესი (16), 1:2 დენისი (40-პენ.), 1:3 ვასკესი (45), 2:3 მორალესი (55), 3:3 დენისი (76)
ატალანტა (4-3-1-2): სპორტიელო - ძაპაკოსტა, ბენალუანი, სტენდარდო, დრამე - ბაზელი (55. გომესი), კარმონა, ჩიგარინი - მორალესი - ბოაკე (46. ბიანკი), დენისი (83. დალესანდრო)
პალერმო (3-5-1-1): სორენტინო - მუნიოსი, გონსალესი, ანდელკოვიჩი - მორგანელა, ბარეტო (69. დელა როკა), დაზაარი, მარესკა (90. ბელოტი), რიგონი (75. ბოლცონი) - ვასკესი - დიბალა
გაფრთხილება: ბენალუანი, ჩიგარინი, კარმონა, ბაზელი, ბიანკი - გონსალესი, დელა როკა
კუთხური: 3-6; ჯარიმა: 20-17; თამაშგარე: 3-0; კარში დარტყმა: 10-9 (5-5); ბურთის ფლობა: 52%-48%
მაყურებელი: 18 000

ფიორენტინა-ემპოლი 1:1
გოლები: 1:0 ვარგასი (44), 1:1 ტონელი (57)
ფიორენტინა (3-5-1-1): ნეტო - ბასანტა, გონსალო, სავიჩი - ხოაკინი (67. აკვილანი), ბორხა ვალერო, პისარო, ფერნანდესი, ვარგასი (82. ალონსო) - კუადრადო - გომესი (82. ელ ჰამდაუი)
ემპოლი (4-3-1-2): სეპე - უსაი, მარიო რუი, რუგანი, ტონელი - სინიორელი, ვალდიფიორი, კროჩე - ვერდი (55. ზელინსკი) - მაკარონე (72. მჭედლიძე), ტავანო (61. პუჩარელი)
გაფრთხილება: ბორხა ვალერო, აკვილანი, ელ ჰამდაუი - ვალდიფიორი, მაკარონე, ზელინსკი, პუჩარელი
კუთხური: 11-3; ჯარიმა: 11-16; თამაშგარე: 5-3; კარში დარტყმა: 15-6 (6-4); ბურთის ფლობა: 60%-40%
მაყურებელი: 25 000

სამპდორია-უდინეზე 2:2
გოლები: 1:0 ობიანგი (15), 1:1 გეიხო (31), 1:2 დანილო (34), 2:2 გაბიადინი (60)
სამპდორია (4-3-3): რომერო - დე სილვესტრი (81. კაჩატორე), გასტალდელო, რეჯინი, მესბა - ობიანგი (81. ბერგესიო), პალომბო, სორიანო - გაბიადინი, ედერი, ოკაკა
უდინეზე (3-5-2): კარნეზისი - ვაგუე, დანილო, ერტო - ვიდმერი, ბადუ, პინცი, კონე, პასკუალე (74. სილვა) - გეიხო (81. ფერნანდესი), ტერო (88. დი ნატალე)
გაფრთხილება: სორიანო, ედერი, გაბიადინი - პასკუალე, ვიდმერი, პინცი, კონე
გაძევება: ერტო (88. უდინეზე)
კუთხური: 13-5; ჯარიმა: 14-23; თამაშგარე: 3-3; კარში დარტყმა: 13-8 (5-4); ბურთის ფლობა: 68%-32%
მაყურებელი: 25 000

ტორინო-ჯენოა 2:1
გოლები: 0:1 იაგო (42), 1:1 გლიკი (52), 2:1 გლიკი (63)
ტორინო (3-5-2): ჟილე - მაკსიმოვიჩი, გლიკი, მორეტი - დარმიანი, ფარნერუდი (83. ვივესი), ელ ქადური, გაცი, მოლინარო (59. ბ. პერესი) - მარტინესი, ამაური (68. კვალიარელა)
ჯენოა (3-5-2): ლამანა - რონკალია, ბურდისო, მარკეზე (61. იძო) - როზი (46. დე მაიო), რინკონი, ბერტოლაჩი (46. გრეკო), სტურარო, ანტონელი - იაგო, მატრი
გაფრთხილება: მორეტი - ბურდისო, მარკეზე, რინკონი, იაგო
კუთხური: 3-4; ჯარიმა: 24-19; თამაშგარე: 4-0; კარში დარტყმა: 8-10 (4-4); ბურთის ფლობა: 41%-59%
მაყურებელი: 17 000

ინტერი-ლაციო 2:2
გოლები: 0:1 ანდერსონი (2), 0:2 ანდერსონი (37), 1:2 კოვაჩიჩი (66), 2:2 პალასიო (80)
ინტერი (4-3-3): ჰანდანოვიჩი - დამბროზიო (90. კამპანიარო), რანოკია, ჟუანი, დოდო (45. მედელი) - კოვაჩიჩი, კუზმანოვიჩი, გუარინი (76. ბონაცოლი) - ნაგატომო, პალასიო, იკარდი
ლაციო (4-3-3): მარკეტი - ბასტა, დე ვრი, ცანა, რადუ - პაროლო, ლედესმა (82. გონსალესი), ლულიჩი (64. ონაზი) - მაური, ანდერსონი, კლოზე (56. ჯორჯევიჩი)
გაფრთხილება: დამბროზიო - ლულიჩი, ანდერსონი, კლოზე, გონსალესი
კუთხური: 9-0; ჯარიმა: 7-14; თამაშგარე: 2-4; კარში დარტყმა: 12-4 (6-2); ბურთის ფლობა: 65%-35%
მაყურებელი: 50 000
იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

შენიშვნა: პარმა -1 ქულა

ბომბარდირები: 10 - კარლოს ტევესი (იუვენტუსი); 8 - ხოსე კალეხონი (ნაპოლი), მაურო იკარდი (ინტერი), ჟერემი მენეზი (მილანი), ანტონიო დი ნატალე (უდინეზე); 7 - გონსალო იგუაინი (ნაპოლი), პაულო დიბალა (პალერმო)

მომდევნო ტური
5 იანვარი:
ლაციო-სამპდორია

6 იანვარი:
უდინეზე-რომა, კიევო-ტორინო, ემპოლი-ვერონა, ჯენოა-ატალანტა, მილანი-სასუოლო, პალერმო-კალიარი, პარმა-ფიორენტინა, ჩეზენა-ნაპოლი, იუვენტუსი-ინტერი.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული