მარჩელო ლიპის რომელიმე ევროპული ნაკრების გაწვრთნა სურს

AutoSharing Option
რამდენიმე კვირის წინ მარჩელო ლიპიმ "გუანჯოუ ევერგრანდის" მთავარი მწვრთნელის პოსტი დატოვა და კლუბის დირექტორთა საბჭოში გადაინაცვლა.

ცნობილმა სპეციალისტმა მაშინვე განმარტა, რომ გუნდს აღარ ჩაუდგება სათავეში; აი, ნაკრებში კი შესაძლოა, იმუშაოს.

იტალიის ნაკრებთან ერთად მსოფლიოს 2006 წლის ჩემპიონი "გაძეტა დელო სპორტს" ესაუბრა და საინტერესო კომენტარი გააკეთა:

"ჩინეთში თავს შესანიშნავად ვგრძნობ, მაგრამ მალე კონტრაქტი დამიმთავრდება და იტალიაში დავბრუნდები.

გავაგრძელებ თუ არა მწვრთნელობას? - როგორც ვთქვი, კლუბის გაწვრთნას აღარ ვაპირებ; აი, ნაკრებს კი, შესაძლოა, ჩავუდგე სათავეში. მაგალითად, არასდროს მიმუშავია ევროპის ჩემპიონატზე და თუ
ამის საშუალება მომეცემა, უარს არ ვიტყვი.

წინ 2016 წლის ევროფორუმია და არაა გამორიცხული, რომ ამ ჩემპიონატზე რომელიმე ნაკრები გავიყვანო. არ იფიქროთ, ვინმესთან მოლაპარაკებას ვაწარმოებდე, ეს, უბრალოდ, ჩემი სურვილია, დანარჩენს კი მომავალი გვიჩვენებს".

შეგახსენებთ, რომ ჯერ კიდევ ვაკანტურია ევროპის ჩემპიონატის შესარჩევ ციკლში მოთამაშე საქართველოს ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელის თანამდებობა.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული