ვესლი სნეიდერი ტურინის "იუვენტუსში" გადასვლაზე თანახმაა

AutoSharing Option
"გალათასარაის" ნახევარმცველმა ვესლი სნეიდერმა ტურინის "იუვენტუსში" გადასვლაზე თანხმობა განაცხადა.

ფეხბურთელის აგენტი უკვე ჩავიდა ტურინში, რომ პირობები შეათანხმოს, თუმცა კლუბები სნეიდერის ტრანსფერზე ჯერ არ შეთანხმებულან.

Tuttosport-ის ინფორმაციით, თურქულმა კლუბმა კვლავ გაზარდა ფეხბურთელზე ფასი და ამჯერად 15 მილიონ ევროს ითხოვს.

შეგახსენებთ, რომ სნეიდერის კონტრაქტი "გალათასარაისთან" 2016 წლამდე მოქმედებს.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული