ანტონიო კასანო კარიერის დასრულებაზე ფიქრობს

AutoSharing Option
ზამთრის სატრანსფერო ფანჯრისას ანტონიო კასანომ "პარმასთან" ხელშეკრულება გაწყვიტა და თავისუფალი აგენტი გახდა. მაშინვე განაცხადა, რომ თუ სასურველ წინადადებას არ მიიღებდა, ზაფხულამდე დაისვენებდა და შესაძლოა, კარიერაც კი დაესრულებინა. სატრანსფერო ფანჯარა ისე დაიხურა, რომ კასანო უგუნდოდ დარჩა და როგორც თვითონ აცხადებს, დიდი შანსია, მოედანს აღარც დაუბრუნდეს:

"ერთადერთი წინადადება "ბარიდან" მქონდა და მაქვს კიდეც, რადგან მშობლიურ გუნდში ზაფხულშიც სიამოვნებით მიმიღებენ. ძალიან მიყვარს ჩემი ქალაქი და კლუბიც, მაგრამ სიმართლე გითხრათ, სერია B-ში თამაშის პერსპექტივა არ მხიბლავს.

ამჟამად, ოჯახთან ერთად პარმაში ვცხოვრობ, უამრავი თავისუფალი დრო
მაქვს და თავს ბედნიერად ვგრძნობ. ხშირად ვფიქრობ, რომ ბუცები ლურსმანზე ჩამოვკიდო და კარიერა დავასრულო. 32 წლის ვარ, საუკეთესო წლები უკან მოვიტოვე და მხოლოდ ფულისთვის თამაში, უბრალოდ, არ შემიძლია".

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული