"არ დაგიმალავთ, რომ უფრო სწრაფად ვფიქრობდი არსებული პრობლემების აღმოფხვრას და ამავე სეზონში მსურდა ჩემპიონთა ლიგის საგზურის მოპოვება, თუმცა რეალობა იმაზე მძიმე აღმოჩნდა, ვიდრე ველოდი. სამუშაო მართლაც ბევრი იყო და ჯერ კიდევ კოლოსალური შრომა გვაქვს გასაწევი.
მომდევნო სეზონში უმაღლესი მიზნებისთვის უნდა ვიბრძოლოთ, თუმცა ამისთვის სატრანსფერო ბაზარზე აქტიურობა იქნება საჭირო. დღეს კლუბის მესვეურები ფინანსური ფეარ პლეის პრინციპების დაცვაზე არიან
მაგალითად იაია ტურე ავიღოთ, რომელმაც ინგლისსა და ესპანეთში უკვე ითამაშა, იტალიაში სურს ძალების მოსინჯვა და ყველაზე მეტად "ინტერის" ვარიანტი მოსწონს. სწორედ ასეთ ფეხბურთელებზე უნდა გავაკეთოთ გათვლა".
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"