"გაძეტა დელო სპორტის" ცნობით, პერინმა მუხლი გადაიბრუნა და სარეაბილიტაციო პერიოდს დაახლოებით 3 კვირა დასჭირდება.
როგორც ავტორიტეტული გამოცემა იუწყება, პერინი ბეწვზეა გადარჩენილი და შეეძლო, რომ გაცილებით მძიმე ტრავმა მიეღო.
მატიას ათი დღე უქმად მოუწევს ყოფნა, შემდეგ მორიგი გამოკვლევა ჩაუტარდება და თუ ყველაფერი კარგად იქნა, საწვრთნელ პროცესს განაახლებს, მოედანს კი, სავარაუდოდ, აპრილის შუა რიცხვებში დაუბრუნდება.
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი