ჯუზეპე მაროტა: პოლ პოგბა თავად გადაწყვეტს

AutoSharing Option
ისეთი პირი უჩანს, რომ ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის ყველაზე დიდი ინტრიგა პოლ პოგბას "იუვენტუსიდან" შესაძლო აბარგება იქნება.

22 წლის ფრანგის გადაბირება არაერთ ევროპულ გუნდს სურს, მათ შორის, ყველაზე მეტად მადრიდის "რეალს" და პსჟ-ს, თუმცა ინტერესს "ბარსელონა", "ჩელსი" და "მანჩესტერ სიტიც" იჩენენ. მოკლედ, პოგბაზე ერთი ამბავი ატყდება და რა პოზიციას იჭერენ ტურინში? - ეს საკითხი მით უფრო აქტუალური ხდება, რაც უფრო ახლოვდება ზაფხული. "იუვეს" სპორტული დირექტორი ჯუზეპე მაროტა აცხადებს, რომ საკუთარ ბედს თავად ფეხბურთელი გადაწყვეტს:

"პოლ პოგბას გადაბირება არაერთ კლუბს სურს და
წინადადებები აუცილებლად იქნება. მინდა აღვნიშნო, რომ ჩვენ ფეხბურთელის შენარჩუნება გვინდა, მაგრამ საბოლოო ჯამში, თავის ბედს თავად პოგბა გადაწყვეტს. ამ ეტაპზე, პოლი მხოლოდ "იუვეზე" და სეზონის დასკვნით ნაწილზე ფიქრობს, მაგრამ ზაფხულში ყველა ვარიანტში დადგება არჩევანის წინაშე.

თუ თავად ფეხბურთელი მოისურვებს სხვაგან გადასვლას, ხელს ნამდვილად არ შევუშლით. საქმე იმაშია, რომ არაერთი კლუბია მზად, პოლს წლიურად იმაზე ორჯერ მეტი ხელფასი გადაუხადოს, ვიდრე ჩვენ ვუხდით და აქ უკვე მთავარი სიტყვა პოგბამ უნდა თქვას - ჩვენ არ გვაქვს იმის ფუფუნება, რომ ერთ ფეხბურთელს სეზონში 10-12 მილიონი ევრო გადავუხადოთ და ამიტომ არ გამოვრიცხავ, რომ ტრანსფერი შედგეს. თუმცა, კიდევ ერთხელ აღვნიშნავ, რომ ჩვენი სურვილი პოლის შენარჩუნებაა".

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული