"იმედია, "ემპოლისთან" ვითამაშებ" - კლაუდიო მარკიზიომ ვარჯიში განაახლა

AutoSharing Option
მართლაც უცნაურად განვითარდა მოვლენები კლაუდიო მარკიზიოს გარშემო - ჯერ იყო და ჯვარედინი მყესის გაწყვეტა გვამცნეს, რის გამოც მინიმუმ 6 თვე უნდა ემკურნალა, შემდეგ ორ კვირაში დაბრუნდებაო და სულ ბოლო ინფორმაციით, 29 წლის ნახევარმცველმა ვარჯიში უკვე განაახლა.

ბუნებრივია, მარკიზიო სანაკრებო შეკრებაზე არაა და ის "იუვენტუსში" ვარჯიშობს. მოკლედ, კლაუდიო დაგეგმილზე ადრე დაბრუნდა, რასაც მისი სიტყვები ადასტურებს:

"თავს ძალიან კარგად ვგრძნობ და დღეს მსუბუქად ვივარჯიშე. საბედნიეროდ, მიკროტრავმა აღმომაჩნდა და ორ დღეში სრული დატვირთვით ჩავერთვები წვრთნებში.

თუ ყველაფერი კარგად იქნა, 4 აპრილს "ემპოლის" წინააღმდეგ
ვითამაშებ.

მადლობა გვერდში დგომისთვის, უამრავი თბილი წერილი მივიღე და ამ მხარდაჭერას არასდროს დავივიწყებ".

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული