ზდენეკ ზემანი "კალიარიდან" სეზონში მეორედ წავიდა

AutoSharing Option
სერია A-ს მიმდინარე გათამაშებაში "კალიარი" წარუმატებლად ასპარეზობს, ბოლოსწინა ადგილზეა და პრაქტიკულად, გადაწყვეტილია, რომ მომდევნო სეზონს სერია B-ში გაატარებს.

გუშინ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, გუნდის მთავარი მწვრთნელის პოსტი ზდენეკ ზემანმა დატოვა, მისი შემცვლელის ვინაობა კი უახლოეს საათებში გახდება ცნობილი.

"კალიარიმ" მიმდინარე სეზონი ზემანთან ერთად დაიწყო, თუმცა დეკემბერში ცუდი შედეგების გამო ადგილი ჯანფრანკო ძოლას დაუთმო. თავის მხრივ, ვერც ძოლამ ივარგა და მარტში პოსტზე კვლავ ზემანი დაბრუნდა - ვერც ამან უშველა წახდენილ საქმეს და 67 წლის ჩეხმა სპეციალისტმა კიდევ ერთხელ დატოვა დაკავებული პოსტი, ამჯერად,
საკუთარი ინიციატივით.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული