38 წლის კაპიტნის კონტრაქტი დედაქალაქურ კლუბთან 2016 წლის 30 ივნისს იწურება, გამოცემის ცნობით კი, "რომაში" მისთვის ერთ-ერთი მაღალი თანამდებობის შეთავაზებას აპირებენ.
ტოტი "რომაში" 1992 წლიდან გამოდის. გუნდის მაისურით მან 700-ზე მეტი შეხვედრა ჩაატარა და 300-ზე მეტი გოლი გაიტანა.