პირველად 106-წლიან ისტორიაში: "კარპი" სერია A-ში ითამაშებს

AutoSharing Option
სერია B-ს მიმდინარე სეზონის დასრულებამდე 4 ტურით ადრე ცნობილი გახდა პირველი გუნდის ვინაობა, რომელიც მომდევნო სეზონში სერია A-ში იასპარეზებს. "კარპი" საკუთარ კედლებში "ბარის" დაუზავდა, მესამე ადგილზე მყოფ "ბოლონიასთან" 12-ქულიანი ჰანდიკაპი შეინარჩუნა და რადგან ურთიერთშეხვედრებში ჯაბნის, ელიტის საგზურიც მოიპოვა.

106-წლიანი ისტორიის მანძილზე, "კარპიმ" პირველად მოიპოვა ელიტარული ლიგის საგზური და რა გასაკვირია, რომ ამ პატარა ქალაქში ეს მნიშვნელოვანი მოვლენა დიდი ზარ-ზეიმით აღნიშნეს. ერთი ეგაა, "კარპის" საშინაო არენა სერია A-ს სტანდარტებს ვერ აკმაყოფილებს და ჯერ კიდევ გასარკვევია, თუ სად იასპარეზებს გუნდი მომდევნო სეზონში.
კარპისთან ახლოს ორი დიდი ქალაქია: რეჯო ემილია და მოდენა - სავარაუდოდ, სერია A-ს დებიუტანტი "მოდენას" საშინაო არენაზე დაიდებს ბინას, რადგან რეჯიო ემილიაში "სასუოლო" ასპარეზობს.

გემახსოვრებათ, "კარპისთან" დაკავშირებით პატარა სკანდალიც აგორდა, როდესაც "ლაციოს" პრეზიდენტმა და "ლეგა კალჩოს" ერთ-ერთმა ხელმძღვანელმა კლაუდიო ლოტიტომ ასეთი განცხადება გააკეთა:

"ისეთი გუნდების აღზევება, როგორიც "კარპია", კიდევ უფრო დაამძიმებს იტალიური საკლუბო ფეხბურთის ვითარებას. როგორ უნდა გავუწიოთ კონკურენცია ინგლისის პრემიერლიგას, როდესაც გუნდებს სტადიონი არ აქვთ. ან რომელი ტელევიზია იყიდის მატჩის ტრანსლირების უფლებას, როდესაც თამაში ასეთ სტადიონებზე ტარდება".

მოკლედ, ლოტიტოს "კარპი" თვალში არ მოუვიდა, მის განცხადებას კი დიდი ვნებათაღელვა მოჰყვა. უმეტესობამ ამ პატარა ქალაქის გუნდს მხარი დაუჭირა და ლოტიტო დისკრიმინაციაში დაადანაშაულა. მაშინ "კარპი" იბრძოდა ელიტაში აღზევებისთვის, დღეს კი მიზანი მიღწეულია. ბოლოს, სიტყვა გუნდის მთავარ მწვრთნელს, 60 წლის ფაბრიციო კასტორის გადავცეთ:

"2010/11 წლების სეზონში "კარპი" ლიგა პრო B-ში ასპარეზობდა, მომდევნო სეზონს კი სერია A-ში გავატარებთ. დაუჯერებელი ისტორიაა, რომლის სრულად გააზრებას დიდი დრო დასჭირდება. ჩვენი ქალაქისთვის ეს უდიდესი მოვლენაა, რადგან "კარპის" სერია A-ში არასდროს უთამაშია. დღეს ზეიმის დროა, ხვალიდან კი შრომა უნდა გავაგრძელოთ. ჩვენი მიზანია, რომ ელიტარულ ლიგაში საუკეთესოდ ვითამაშოთ და მთელი საფეხბურთო ევროპა გავაოცოთ".

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ტეგები:
მკითხველის კომენტარები / 3 /
ევროპის გაოცება კარგია, ჩვენ თუ ვაოცებთ კარპიც გააოცებს ევროპას....
თბილისი
08:42 01-05-2015
0
კაპრიმ დაიმსახურა
გენო
16:35 30-04-2015
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული