ტურინის "იუვენტუსმა" ვერ შეინარჩუნა უპირატესობა ერთ-ერთ აუტსაიდერ "კალიარისთან" - 1:1. სამაგიეროდ, გუნდს დაუბრუნდა ფრანგი პოლ პოგბა, რომელმაც გახსნა კიდევაც ანგარიში. თამაშის დასრულებამდე ხუთი წუთით ადრე, ლუკა როსეტინიმ კუნძულელებს ქულა გადაურჩინა.
"მილანმა", რომელსაც სატურნირო მოტივაცია აღარ შემორჩა, 2:1 მოუგო "რომას". გოლები მარკო ვან გინკელმა და "რომას" ყოფილმა ფორვარდმა მატია დესტრომ გაიტანეს, ხოლო სტუმართაგან პენალტით თავი ფრანჩესკო ტოტიმ გამოიჩინა. ამით "მილანმა" ხუთ-მატჩიანი მოუგებელი სერია შეწყვიტა.
ტოტიმ ამ გოლით რობერტო ბაჯოს
ფილიპო ინძაგი (მილანი): "მილანი" სწორ გზას ადგას, რაც დღეს კიდევ ერთხელ დამტკიცდა. ბიჭებმა კარგი, გუნდური თამაში აჩვენეს. დღეს ჩვენ მრისხანე მეტოქე დავამარცხეთ".
იუვენტუსი-კალიარი 1:1
გოლები: 1:0 პოგბა (45), 1:1 როსეტინი (85)
მილანი-რომა 2:1
გოლები: 1:0 ვან გინკელი (40), 2:0 დესტრო (59), 3:1 ტოტი (73-პენ)
1. იუვენტუსი - 80 ქულა; 2. რომა - 64; 3. ლაციო - 63; 4. ნაპოლი - 59; 5. ფიორენტინა - 52.