"სამპდორიამ" 23 წლის ბრაზილიელი ნახევარმცველი დაიმატა

AutoSharing Option
23 წლის ბრაზილიელი ნახევარმცველი ლუკას ფერნანდო "სამპდორიაში" გააგრძელებს კარიერას.

ლუკასი ბოლო ორი სეზონი დონეცკის "შახტარის" ღირსებას იცავდა და მეტწილად, ძირითად შემადგენლობაში ასპარეზობდა.

"გაძეტა დელო სპორტის" ინფორმაციით, გენუელები ფერნანდოს სანაცვლოდ 8 მილიონ ევროს გადაიხდიან.

ამ თემაზე კომენტარი "სამპდორიას" პრეზიდენტმა მასიმო ფერერომ გააკეთა და შემდეგი განაცხადა:

"უაღრესად კმაყოფილი ვარ, რომ ლუკას ფერნანდო ჩვენთან ითამაშებს. ფეხბურთელი უკვე მოემგზავრება გენუაში და უახლოეს ორ დღეში კონტრაქტი გაფორმდება. ვფიქრობ, ეს ჩვენი საუკეთესო ტრანსფერია ამ ზაფხულს და ალბათ, გულშემატკივრებიც გახარებულნი არიან. ლუკასი დაცვითი სტილის ნახევარმცველია და მასთან
ერთად, ჩვენი გუნდის უკანა ხაზი გაცილებით ძლიერი იქნება".

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული