ალვარო მორატამ მასიმილიანო ალეგრი გააბრაზა

AutoSharing Option
"იუვენტუსმა" მორიგი ამხანაგური მატჩი გამართა და პოლონური "ლეხია" მინიმალური ანგარიშით დაამარცხა, 2:1.

ტურინელთაგან გოლები პოლ პოგბამ და მარიო მანჯუკიჩმა გაიტანეს. განსაკუთრებული ყურადღება მაინც მანჯუკიჩის გოლმა მიიპყრო, რადგან ხორვატმა ფორვარდმა პირველად გამოიჩინა თავი ახალი გუნდის შემადგენლობაში.

მასიმილიანო ალეგრიმ 3-5-2 ტაქტიკა აირჩია და თითქმის ყველა ნახა საქმეში. თავიდან დაცვაში დანიელე რუგანი, ლეონარდო ბონუჩი და ჯორჯო კიელინი მოქმედებდნენ, მაგრამ ეს უკანასკნელი მალევე დაშავდა და შესაცვლელი გახდა.

საბედნიეროდ, კიელინი მსუბუქად დაშავდა. ძირითადში ვიხილეთ სამი ხედირა, შეტევაში კი ალეგრიმ პაულო დიბალას და სიმონე ძაძას ტანდემი
გაამწესა.

მეორე ნახევარში, პრაქტიკულად, მთელი შემადგენლობა შეიცვალა და თამაშში მარიო მანჯუკიჩი ჩაერთო. სწორედ მან გაიტანა გამარჯვების გოლი და თანაც, მატჩის უკანასკნელ წუთზე. მარიომ გოლი ემოციურად აღნიშნა და თამაშის შემდეგ მოკლე კომენტარი გააკეთა:

"გოლმა ძალიან გამახარა და იმედი მაქვს, რომ მომდევნო შეხვედრებში კიდევ უკეთესად გავირჯები. ახალ გუნდში თავს შესანიშნავად ვგრძნობ და ეს ჩემს თამაშზეც შესაბამისად აისახება. ყველაფერს გავაკეთებ, რომ ძირითად შემადგენლობაში დავიმკვიდრო ადგილი".

მარიო მანჯუკიჩთან ერთად, თამაშში ალვარო მორატაც ჩაერთო, მაგრამ 25 წუთში მწვრთნელმა მისი გამოცვლის გადაწყვეტილება მიიღო. ესპანელს ტრავმა არ მიუღია და შესაბამისად, ალეგრის ნაბიჯმა ყველა გააკვირვა - თავად მასიმილიანომ მისი გადაწყვეტილება ასე ახსნა:

"მორატას ცუდად წაუვიდა თამაში და რამდენიმე მომენტი გააფუჭა, რის შემდეგაც დადგა და აღარ იბრძოდა. ამან ძალიან გამაბრაზა და მისი გამოცვლის გადაწყვეტილება მივიღე. ბევრმა ჩათვალა, რომ ცუდი თამაშის გამო შევცვალე, მაგრამ ეს არ შეესაბამება სიმართლეს - მიზეზი მისი საქმისადმი არასწორი დამოკიდებულება იყო. შემდეგ მორატა ბაზაზე წავიდა და თავისივე სურვილით, ინდივიდუალურად ივარჯიშა. ეს კარგი გადაწყვეტილება იყო, მივედი და შევაქე. საქმისადმი სწორი მიდგომით, დიდ შედეგს მივაღწევთ".

ალეგრის სერია A-ს მომდევნო გათამაშებაზე ჰკითხეს და შემდეგი მოისმინეს: "პრობლემა იმაშია, რომ ყველა ფავორიტად გვთვლის და ამან შეიძლება გუნდზე უარყოფითად იმოქმედოს. წინ ურთულესი სეზონია, გუნდი არაერთმა წამყვანმა ფეხბურთელმა დატოვა და ამიტომ მაქსიმალური მობილიზება გვმართებს. თუ ჩავთვლით, რომ ფავორიტები ვართ და მიზანს იოლად მივაღწევთ, აუცილებლად დავისჯებით".

ლეხია-იუვენტუსი 1:2
გოლები: 0:1 პოგბა (4), 1:1 ბუკსა (82), 1:2 მანჯუკიჩი (90)
იუვენტუსი (3-5-2): ბუფონი (57. ნეტო) - რუგანი, ბონუჩი (46. კლემენცა), კიელინი (9. კასერესი - 66. პაროდი) - ლიხტშტაინერი (46. ევრა), სტურარო (75. ტელო), ხედირა (64. ვიტალე), პოგბა (46. მარკიზიო), პადოინი (83. მაჩეკი) - დიბალა (45. მორატა - 71. ჩერი), ძაძა (46. მანჯუკიჩი)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული