ითქვა ისიც, რომ ჯეკო "რომასთან" 3-წლიან კონტრაქტს გააფორმებს და სეზონში 4.5 მილიონ ევროს მიიღებს. მოკლედ, ბოსნიელი რომაულ კლუბს ძვირი უჯდება, მაგრამ ამ ტრანსფერის გაჩარხვა თავიდანვე პრიორიტეტული იყო რუდი გარსიასთვის. დიახ, ედინის ტრანსფერი რომაელთა მთავარი მწვრთნელის ინიციატივა იყო და ამ თემაზე მანვე გააკეთა პირველი კომენტარი:
"ბოლო ინფორმაციით, კლუბებს შორის შეთანხმება მიღწეულია და ტრანსფერს წინ აღარაფერი უდგას. ამ
თავად ჯეკომ "ტვიტერზე" დაწერა, რომ მალე "რომაში" გადავა - მართალია, მოგვიანებით წაშალა ეს ინფორმაცია, მაგრამ ტრანსფერს რომ წინ აღარაფერი უდგას, ამას ყველა მხარე ადასტურებს. ჯეკო "მანჩესტერ სიტიში" 2011 წლიდან ასპარეზობს, ამ პერიოდში 130 მატჩი აქვს ჩატარებული და 50 გოლი გატანილი.
იქამდე კიდევ უფრო შედეგიანი იყო "ვოლფსბურგში", სადაც 111 შეხვედრაში 66 გოლი შეაგდო და საუკეთესო სტატისტიკა მაინც ბოსნიის ნაკრებში აქვს, სადაც 72 მატჩი გამართა და 42 გოლი გაიტანა. მოკლედ, "რომა" გოლეადორით ძლიერდება, რაც გუნდის გულშემატკივრებს ძალიან ახარებთ...
სალაჰთან ტანდემში
რამდენიმე დღის წინ გადაწყდა, რომ "რომაში" გააგრძელებს კარიერას მოჰამედ სალაჰი, რომელმაც გასული სეზონის მეორე ნახევარი "ფიორენტინაში" გაატარა და ბრწყინვალედ წარმოჩინდა. მოკლედ, "რომაში" საინტერესო ტანდემი იკვეთება, რომელსაც მცველებისთვის ბევრი თავსატეხის გაჩენა შეუძლია - ერთი მხრივ, ტექნიკური და შემოქმედებითი სალაჰი, რომელიც სიღრმიდან თამაშობს, შეუძლია რამდენიმე მეტოქე მოატყუოს და გოლი არაფრისგან გამოჭედოს, ხოლო მეორე მხრივ, ჯეკო, რომელიც კლასიკური ცენტრფორვარდია და მეტოქის საჯარიმოში თავს ისე გრძნობს, როგორც თევზი წყალში. ბუნებრივია, არ გვავიწყდება ფრანჩესკო ტოტი და თუნდაც, ადემ ლიაიჩი, მაგრამ ჟურნალისტთა პროგნოზით, აქცენტი სწორედ სალაჰი-ჯეკოს ტანდემზე გაკეთდება. სეზონი გრძელია და თავისი დრო სხვა ფორვარდებსაც მიეცემათ, მაგრამ ექსპერტთა ვარაუდით, "რომას" დატოვება მინიმუმ ორ თავდამსხმელს მოუწევს შემდეგი სამეულიდან: ვიქტორ იბარბო, ჟერვინიო, სეიდუ დუმბია.
ერთი სიტყვით, "რომა" საფუძვლიანად იცვლის სახეს და, როგორც რუდი გარსია გვპირდება, გაცილებით ძლიერი იქნება, ვიდრე გასულ სეზონში:
"გასული სეზიონის დასრულებისთანავე, კლუბის პრეზიდენტს სამომავლო გეგმებზე ვესაუბრე. გამოჩნდა, რომ ჩვენი ხედვები ემთხვეოდა ერთმანეთს და ამიტომ დარჩენა გადავწყვიტე. სწორედ მაშინ დავგეგმეთ ის სატრანსფერო პოლიტიკა, რომელსაც დღეს ვახორციელებთ. მერწმუნეთ, "რომა" გაცილებით ძლიერი იქნება, ვიდრე გასულ სეზონში იყო. ჩვენ ვიქნებით უფრო კონცენტრირებულები, უფრო შემოქმედებითები და ამავდროულად, უფრო პრაგმატულები".
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"