დავიდე ასტორი კარიერას "ფიორენტინაში" გააგრძელებს

AutoSharing Option
პრაქტიკულად, გადაწყვეტილი ამბავია, რომ დავიდე ასტორი კარიერას "ფიორენტინაში" გააგრძელებს. 28 წლის მცველი "კალიარის" საკუთრებაა, თუმცა გასული სეზონი "რომაში" გაატარა.

დავიდე "ნაპოლიში" გადასვლასთან იყო ახლოს, თუმცა ბოლო მომენტში მოლაპარაკება ჩაიშალა და ფეხბურთელმაც ფლორენციელებს დაუკავშირა მომავალი.

"გაძეტა დელო სპორტის" ინფორმაციით, ასტორი "ფიორენტინასთან" 4-წლიან კონტრაქტს გააფორმებს, თუმცა იქამდე სამედიცინო შემოწმების გავლაა საჭირო. თავად ფეხბურთელი უკვე ფლორენციაშია და აცხადებს, რომ მისი მიზანი ახალ გუნდთან ერთად ჩემპიონთა ლიგაზე თამაშია.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული