"კატანიას" გასულ სეზონში სერია ბ-ში ბოლო ადგილი მიუსაჯეს და გამომდინარე აქედან, გუნდი მესამე ლიგაში იასპარეზებს.
ახალ სეზონში კი "კატანიას" 12 ქულა ჩამოეჭრება. გარდა ამისა, კლუბი 150 ათასი ევროთი დააჯარიმეს.
"კატანიას" პრეზიდენტს, ანტონიო პულვირენტს ფულადი ჯარიმა მიუსაჯეს და საფეხბურთო საქმიანობა რამდენიმე წლით აუკრძალეს.
ხოლო "სავონა" და "ტერამო" მესამე ლიგიდან მეოთხეში გაუშვეს.