"კატანია" გარიგებულ მატჩებში მონაწილეობისთვის მესამე ლიგაში დააქვეითეს

AutoSharing Option
იტალიაში სასამართლომ გარიგებულ მატჩებთან დაკავშირებით კლუბებს სასჯელი გამოუტანა.

"კატანიას" გასულ სეზონში სერია ბ-ში ბოლო ადგილი მიუსაჯეს და გამომდინარე აქედან, გუნდი მესამე ლიგაში იასპარეზებს.

ახალ სეზონში კი "კატანიას" 12 ქულა ჩამოეჭრება. გარდა ამისა, კლუბი 150 ათასი ევროთი დააჯარიმეს.

"კატანიას" პრეზიდენტს, ანტონიო პულვირენტს ფულადი ჯარიმა მიუსაჯეს და საფეხბურთო საქმიანობა რამდენიმე წლით აუკრძალეს.

ხოლო "სავონა" და "ტერამო" მესამე ლიგიდან მეოთხეში გაუშვეს.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული