შესაძლოა, ფაბიო კაპელომ "იუვენტუსის" მთავარი მწვრთნელის პოსტზე ალეგრი შეცვალოს

AutoSharing Option
ცნობილმა იტალიელმა სპეციალისტმა ფაბიო კაპელომ, რომელიც ბოლოს რუსეთის ნაკრებს წვრთნიდა, შესაძლოა, ტურინის "იუვენტუსი" ჩაიბაროს. ამის შესახებ Calcio Mercato წერს.

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, იტალიის ჩემპიონთა ამჟამინდელი თავკაცის, მასიმილიანო ალეგრის გათავისუფლების შემთხვევაში, მის თანამდებობაზე მთავარ პრეტენდენტად სწორედ 69 წლის სპეციალისტი განიხილება.

მის გარდა, ტურინში მარჩელო ლიპის, ვალტერ მაძარისა და იურგენ კლოპის კანდიდატურებზეც ფიქრობენ.

ფაბიო კაპელო "იუვენტუსს" 2004-06 წლებში წვრთნიდა და მისი ხელმძღვანელობით გუნდმა ორჯერ მოიგო იტალიის ჩემპიონატი.

სერია A-ს მიმდინარე ჩემპიონატში "იუვენტუსს" საქმეები არცთუ სახარბიელოდ მისდის - 6 ტურის შემდეგ ტურინულ გრანდს
სულ 5 ქულა აქვს და სატურნირო ცხრილში მე-15 ადგილს იკავებს.
მკითხველის კომენტარები / 1 /
კლოპი რა კლოპი მიიყვანონ, იდეალური იქნება. კაპელო და ლიპი უმოტივაციო მწვრთნელები არიან, გაზარმაცებულები, ამიტომ კლოპი სჯობს
levan
16:55 28-09-2015
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული