"ვფიქრობ, ყველაფერი უკვე გადაწყვეტილია და სამუშაოდ ჩინეთში წავალ. ამ ნაბიჯს ჩემი ვაჟიც მიწონებს", - აქვეყნებს პრანდელის ნათქვამს იტალიური ინტერნეტ-გამოცემა Calcio Mercato.
შეგახსენებთ, რომ პრანდელიმ იტალიის ნაკრების თავკაცის პოსტი მსოფლიოს 2014 წლის ჩემპიონატის დასრულების შემდეგ დატოვა, სადაც მისმა გუნდმა ჯგუფური ეტაპი ვერ დაძლია. ამის შემდეგ 58 წლის იტალიელი სპეციალისტი "გალათასარაის" წვრთნიდა, თუმცა იქიდანაც მალევე გაათავისუფლეს.