ჩეზარე პრანდელი სამუშაოდ ჩინურ კლუბში მიდის

AutoSharing Option
იტალიის ეროვნული ნაკრებისა და თურქული "გალათასარაის" ყოფილი მწვრთნელი ჩეზარე პრანდელი კარიერას ჩინეთში გააგრძელებს, სადაც ერთ-ერთი კლუბის მიწვევას უკვე დათანხმდა.

"ვფიქრობ, ყველაფერი უკვე გადაწყვეტილია და სამუშაოდ ჩინეთში წავალ. ამ ნაბიჯს ჩემი ვაჟიც მიწონებს", - აქვეყნებს პრანდელის ნათქვამს იტალიური ინტერნეტ-გამოცემა Calcio Mercato.

შეგახსენებთ, რომ პრანდელიმ იტალიის ნაკრების თავკაცის პოსტი მსოფლიოს 2014 წლის ჩემპიონატის დასრულების შემდეგ დატოვა, სადაც მისმა გუნდმა ჯგუფური ეტაპი ვერ დაძლია. ამის შემდეგ 58 წლის იტალიელი სპეციალისტი "გალათასარაის" წვრთნიდა, თუმცა იქიდანაც მალევე გაათავისუფლეს.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული