ალესანდრო დელ პიერო მწვრთნელობისთვის მზადაა

AutoSharing Option
ტურინის "იუვენტუსისა" და იტალიური ფეხბურთის ლეგენდა ალესანდრო დელ პიერომ საფეხბურთო კარიერა დაასრულა და ამჟამად "სქაი სპორტ იტალიის" ექსპერტად და ჟურნალისტად მუშაობს.

40 წლის დელ პიერო "კორიერე დელო სპორტს" გაესაუბრა და განაცხადა, რომ მზადაა, სამწვრთნელო კარიერას მიჰყოს ხელი:

"სამი წლის წინათ რომ გეკითხათ, მინდოდა თუ არა მწვრთნელობა, გეტყოდით, რომ არა, რადგან მაშინ ჯერ კიდევ მოქმედი ფეხბურთელი ვიყავი და ახალ პროფესიაზე არ ვფიქრობდი.

დღეს უკვე თამამად შემიძლია ვთქვა, რომ სიამოვნებით მოვკიდებ ამ საქმეს ხელს და მზადაც ვარ ახალი გამოწვევისთვის.

მწვრთნელობა უაღრესად საინტერესო
პროფესიაა, რადგან საშუალებას გაძლევს, რომ შენი საფეხბურთო ხედვა მოედანზე გადაიტანო. კარიერაში სამ დიდ მწვრთნელთან მიმუშავია და მათგან ბევრი რამ ვისწავლე, პირველ რიგში კი, სიმშვიდე და მოთმინების უნარი. სწორედ ასეთები არიან ფაბიო კაპელო, მარჩელო ლიპი და კარლო ანჩელოტი. იმედი მაქვს, რომ ახალ საქმეში მათსავით წარმატებული ვიქნები".

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული