"ნაპოლის" რაღაც აკლია" - დელ პიერომ "პარტენოპეიზე" ისაუბრა

AutoSharing Option
"იუვენტუსის" ლეგენდარულმა თავდამსხმელმა ალესანდრო დელ პიერომ "ნაპოლისა" და "იუვენტუსის" (5:1) მატჩი შეაფასა. Sky Sports-თან ინტერვიუში იტალიელმა განაცხადა, რომ "ბებერი ქალბატონი" იტალიაში კვლავ პირველი გუნდია.

"ნაპოლიმ" დროთა განმავლობაში სახელოვანი სპეციალისტები გამოიცვალა: კარლო ანჩელოტი, ჯენარო გატუზო, რაფაელ ბენიტესი... გარკვეულ წარმატებას სამივე მათგანმა მიაღწია, თუმცა მათი მისამართით ყოველთვის უკმაყოფილება იყო, რადგან ქომაგები მეტს ითხოვდნენ. სპალეტის გუნდმა "იუვესთან" გამარჯვებით წინ დიდი ნაბიჯი გადადგა, მაგრამ, ვფიქრობ, რომ "პარტენოპეის" რაღაც აკლია.

მათთვის მთავარი გამოცდა ჩემპიონთა ლიგაზე თამაში იქნება. საინტერესოა, როგორ გაუმკლავდებიან ნეაპოლელები ორ ფრონტზე ბრძოლას.

"ნაპოლის"
თამაშების ყურება ნამდვილად სასიამოვნოა. ოსიმენს მუდამ გოლის გატანა სურს და მზადაა გუნდს ნებისმიერ მომენტში დაეხმაროს.

არ ვფიქრობ, რომ ალეგრიმ მთავარი მწვრთნელის პოსტი უნდა დატოვოს. რა თქმა უნდა, "ბიანკონერის" მისამართით ბევრი კითხვებია, მაგრამ ყოველ კვირას "პარტენოპეისთან" თამაში არ მოგვიწევს. როდესაც "ნაპოლი" კარგად თამაშობს, აუცილებლად ბევრ გოლს გაუშვებ.

სპალეტის გუნდი ბევრად უკეთ გამოიყურება, ვიდრე სხვები, თუმცა ამ ჩემპიონატში საუკეთესო გუნდი "იუვენტუსია", "ბებერმა ქალბატონმა" ყველაფერი ახლიდან უნდა დაიწყოს" - განაცხადა დელ პიერომ.

"ნაპოლი" 47 ქულით ლიდერია და "იუვე" 10 ქულით ჩამოიტოვა. ნეაპოლური გუნდი შემდეგ მატჩს სახლში თასზე 18 იანვარს "კრემონეზესთან" ჩაატარებს, ხოლო 21 იანვარს ჩემპიონატზე გასვლაზე "სალერნიტანას" დაუპირისპირდება.

"იუვენტუსი" 37 ქულით გათამაშებაში მე-3 ადგილს იკავებს. "ბიანკონერი" 20 იანვარს "მონცას" უმასპინძლებს.

altკვარაცხელია სკუდეტოსა და ნეაპოლის "ახალი მარადონობისაკენ"!..

altდატოვებს სპალეტი "ნაპოლის"? - დე ლაურენტისმა სასწრაფოდ მოლაპარაკება წამოიწყო

altარიგო საკი: "კვარას" გოლზე ისე დავიყვირე, ჩემს მეუღლეს შეეშინდა - "ნაპოლი" შოუა

მკითხველის კომენტარები / 23 /
დელ პიერო კარგი ფეხბურთელი იყო თავის დროზე მაგრამ ჩვენი ხვიჩინიო სულ სხვა დონეა, მაშინაც და ახლაც კარგად ბევრი თამაშობდა და თამაშობს მაგრამ დონე რასაც ჰქვია მხოლოდ ერთეულები არიან და მათ შორის ხვიჩაც გახლავთ!!!
ზაზა
22:14 21-01-2023
0
კვარა რომ ჩვენი იმედი და ჩვენი ოქროა ამაზე არ დავიწყებ ბევრ ლაპარაკს თუმცა დელ პიეროსთან მარადონასთან ან თუნდაც მესხთან მისი შედარება ამ ეტაპზე ცოტა ცანცარობად და ფეხბურთის უცოდინარობად მიმაჩნია. Forzza Kvara Forzza Napoli !!!
Gio9
01:08 18-01-2023
0

სიახლეები პოპულარული