ანდრეა ბარძალი იტალიის ნაკრებს ემშვიდობება

AutoSharing Option
"იუვენტუსის" და იტალიის ნაკრების მცველი ანდრეა ბარძალი "გაძეტა დელო სპორტს" ესაუბრა და განაცხადა, რომ ევროპის 2016 წლის ჩემპიონატის შემდეგ საერთაშორისო კარიერის დასრულებას აპირებს.

აღვნიშნოთ, რომ ბარძალი 34 წლისაა, ეროვნულ ნაკრებში 2004 წლიდან ასპარეზობს და 52 მატჩი აქვს ჩატარებული. 2006 წელს ანდრეა "სკუადრა აძურასთან" ერთად მსოფლიოს ჩემპიონი გახდა:

"ეროვნულ ნაკრებში ჩატარებული თითოეული თამაში ჩემთვის ბედნიერების მომტანია, 2006 წლის მსოფლიოს ჩემპიონატი კი - კარიერის გვირგვინი. ამიტომ ძალიან მიმძიმს იმაზე ლაპარაკი, რომ სანაკრებო კარიერის დასრულების დრო ახლოვდება და ევროპის ჩემპიონატის შემდეგ "აძურას" დავემშვიდობები.

დროა, გზა ახალგაზრდებს დავუთმო, რომლებიც უმაღლეს დონეზე ასპარეზობენ და უკვე თამამად შეიძლება მათზე დაყრდნობა. იქამდე ევროპის ჩემპიონატია და ყველაფერს გავაკეთებ, რომ სანაკრებო კარიერა დიდი გამარჯვებით დავასრულო".

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 3 /
ძაან მაგარი კაცი. ხიზან მართლა კარგს იზამ თუ მიბაძავ ამ კაცს.
georgiano-
03:30 17-10-2015
0
ხიზან, მიბაძე ბარძალის :) :) :)
dave
10:30 16-10-2015
0

სიახლეები პოპულარული