ისე მოხდა, რომ ორ უახლოეს შეხვედრას "მილანი" საკუთარ არენაზე გამართავს: 25 ოქტომბერს "სასუოლოს", ხოლო 28 ოქტომბერს "კიევოს" წინააღმდეგ.
როგორც კლუბის ვიცე-პრეზიდენტმა ადრიანო გალიანიმ განაცხადა, ამ ორ შეხვედრაში 6 ქულის აღება აუცილებელია და სხვა შედეგი არც კი განიხილება. მოკლედ, მიხაილოვიჩს წინ გადამწყვეტი თამაშები ელოდება.
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"