"რომამ" რუდი გარსიას ბოლო შანსი მისცა

AutoSharing Option
იტალიური გამოცემა Gazzetta dello Sport-ის ინფორმაციით, "რომას" ხელმძღვანელობამ კლუბის მთავარ მწვრთნელს, რუდი გარსიას უკანასკნელი შანსი მისცა.

იმ შემთხვევაში, თუ ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მე-6 ტურში "რომა" "ბატეს" ვერ დაამარცხებს, გარსიას პოსტის დატოვება მოუწევს.

შეგახსენებთ, რომ ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მე-5 ტურში რომაული გუნდი "ბარსელონასთან" განადგურდა - 1:6.

რუდი გარსიას მიმდინარე კონტრაქტი რომაელებთან 2018 წლამდეა გათვლილი. მის შესაძლო შემცვლელებად ვალტერ მაცარი და ლუჩანო სპალეტი სახელდებიან.
მკითხველის კომენტარები / 2 /
levan მცველი რას უშველის არც ერთ ზაზზე ნორმალური ფეხბურთელი არ ყავთ,საშუალო დონის ფეხბურთელები არიან სულ
სოსო
18:05 27-11-2015
0
2 იტალიელი მცველი დაიმატოს და ძალიან მაგარი გუნდი იქნება რომა.
levan
17:31 27-11-2015
0

სიახლეები პოპულარული