სერია A. XVII ტური: ლევან მჭედლიძის "ემპოლიმ" კვლავ მოიგო

AutoSharing Option
19 დეკემბერს იტალიის სერია A-ს მე-17 ტურის ერთი შეხვედრა გაიმართა - "ბოლონიამ" ლევან მჭედლიძის "ემპოლის" უმასპინძლა და 2:3 დამარცხდა.

მოგეხსენებათ, ლევანმა ახლახან მოირჩინა ტრავმა და ჯერ ფორმაში არ არის, ამიტომ არც მატჩის განაცხადში მოხვდა.

"ემპოლის" გამარჯვება მასიმო მაკარონემ მოუტანა, რომელმაც გამარჯვების გოლი 48-ე წუთზე გაიტანა, ვეტერანის ანგარიშზე დუბლია. სხვათა შორის, პირველი გოლი მაკარონემ ლუდის მოსმით აღნიშნა.

ტურის სხვა მატჩები დღეს გაიმართება.

ბოლონია-ემპოლი 2:3
გოლები: 0:1 პუჩარელი (24), 1:1 ბრიენცა (36), 1:2 მაკარონე (42), 2:2 დესტრო (45), 2:3 მაკარონე (48)

1.
ინტერი - 36 ქულა; 2. ფიორენტინა - 32; 3. ნაპოლი - 32; 4. იუვენტუსი - 30; 5. რომა - 29
.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული