"რომა": რუდი არის, მაგრამ აღარ იქნება

AutoSharing Option
ფაქტობრივად, გადაწყვეტილი ამბავია, რომ "რომას" მთავარი მწვრთნელის პოსტიდან რუდი გარსიას გაათავისუფლებენ, მის ადგილს კი ლუჩანო სპალეტი დაიკავებს.

დედაქალაქური კლუბის მესვეურები მაიამიში არიან, სადაც მოსალაპარაკებლად და შესათანხმებლად სპალეტიც გაემგზავრა.

მოკლედ, თუ რამე გაუთვალისწინებელი არ მოხდა, "რომას" ახალი მთავარი მწვრთნელი ეყოლება, რომელიც "ჯალოროსიში" შინაური კაცია, რადგან ამ გუნდს 2005-09 წლებშიც თავკაცობდა.

ამასობაში, პრესასთან კომენტარი რუდი გარსიამ გააკეთა და შემდეგი განაცხადა:

"მე ბედნიერი ვარ რომში მაშინაც კი, თუ საქმეები ცუდად მიდის. მძიმე ვითარებაა, თუმცა ასეთი პერიოდები ნებისმიერი მწვრთნელის ცხოვრებაში დგება და სიმშვიდეს ვინარჩუნებ.
გადაწყვეტილებას კლუბის მესვეურები მიიღებენ, მე კი ჯერჯერობით განვაგრძობ ჩემს საქმეს".

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული