იტალიის თასი. 1/4-ფინალი: დიდი იტალიური დერბი ნახევარფინალში

AutoSharing Option
AUTO PLAY
იტალიის თასის ბოლო ნახევარფინალისტი რომში გამოვლინდა, სადაც "ლაციომ" "იუვენტუსი" მიიღო და მინიმალური ანგარიშით დამარცხა - 0:1. ერთადერთი გოლი მეორე ტაიმში შტეფან ლიხტშტაინერმა შეაგდო.

მატჩი სტუმართა სრული უპირატესობით წარიმართა და ნათლად გამოჩნდა, რომ "იუვენტუსი" "ლაციოზე" გაცილებით უკეთესი გუნდია. ტურინელებმა ყველა კომპონენტში დაჯაბნეს მეტოქე და წესით, უფრო დიდი ანგარიშითაც უნდა მოეგოთ. ამრიგად, "ვეკია სენიორა" ნახევარფინალში გავიდა და იქ "ინტერთან" მოუწევს ურთიერთობის გარკვევა. მოკლედ, წინ დიდი მატჩი, დიდი იტალიური დერბი გველოდება.

მატჩის შემდეგ "იუვენტუსის" თავკაცმა მასიმილიანო ალეგრიმ შემდეგი განაცხადა: "მინდა შეგირდები შევაქო, რომლებმაც
შესანიშნავად ითამაშეს და ძლიერი მეტოქე დაჯაბნეს. პირველ ტაიმში შედარებით თანაბარი თამაში იყო, მეორე ნახევარში კი აშკარა უპირატესობა მოვიპოვეთ და დამსახურებულად მოვიგეთ.

ფინალში გასასვლელად "ინტერის" დამარცხება გვმართებს, მაგრამ იქამდე დროა და ჯერ სერია A-ში "რომასთან" დაპირისპირებაზე უნდა ვიფიქროთ".

ლაციო-იუვენტუსი 0:1
გოლი: 0:1 ლიხტშტაინერი (66)
ლაციო (4-3-3): ბერიშა - კონკო (73. ანდერსონი), ბიშევაჩი, მაურისიო (62. ჰოედტი), რადუ - სავიჩი, ბილია, ლულიჩი - კანდრევა, კეიტა, კლოზე (82. მატრი)
იუვენტუსი (3-5-2): ნეტო - კასერესი, ბონუჩი, კიელინი - ლიხტშტაინერი (80. კუადრადო), სტურარო, მარკიზიო, პოგბა, სანდრო - მორატა (76. მანჯუკიჩი), ძაძა (90. დიბალა)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული