სერია A. XXIV ტური: შაბათის ორი ფრე

AutoSharing Option
6 თებერვალს იტალიის სერია A-ს 24-ე ტურის ორი შეხვედრა გაიმართა.

"ფიორენტინა" "ბოლონიას" ესტუმრა და 57-ე წუთზე ჩილელი მატიას ფერნანდესის გაძევების გამო 10 კაცის ამარა დარჩა. მიუხედავად ამისა, სულ მალე სტუმრები ფედერიკო ბერნარდესკიმ დააწინაურა, მაგრამ 4 წუთში მასპინძლებმა გაათანაბრეს, ეს ემანუელე ჯაკერინიმ გააკეთა - 1:1.

გენუაში "ჯენოა" და რომის "ლაციო" უგოლოდ დაუზავდნენ ერთმანეთს. ტურის მთავარი დაპირისპირებები კვირას გაიმართება.

ბოლონია-ფიორენტინა 1:1
გოლები: 0:1 ბერნარდესკი (59), 1:1 ჯაკერინი (63)
გაძევება: მ. ფერნანდესი (57. ფიორენტინა)

ჯენოა
-ლაციო 0:0

1. ნაპოლი - 53 ქულა; 2. იუვენტუსი - 51; 3. ფიორენტინა - 46; 4. ინტერი - 44; 5. რომა - 41.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული