საქმე ისაა, რომ კვირას, "სტადიო ოლიმპიკოზე" სარაგბო მატჩია დაგეგმილი - 6 ერის გათამაშებაში იტალია ინგლისს უმასპინძლებს. შესაბამისად, "ლაციოს" მატჩი ხუთშაბათს გადმოსწიეს.
პარასკევს "კარპი" "რომას" მიიღებს, გუნდს, რომელსაც შუა კვირაში ჩემპიონთა ლიგის თამაში აქვს მადრიდის "რეალთან". დანარჩენი მატჩები უკვე უქმეებზე გაიმართება, მათ შორის კი, "იუვენტუსი"-"ნაპოლის" ჯახი უნდა გამოვარჩიოთ...
აქვე ვთქვათ, რომ "ლაციო" "ვერონას" ულტრასების გარეშე უმასპინძლებს, რადგან
შეგახსენებთ, რომ "ლაციო"-"ნაპოლის" შეხვედრაში რომაელებმა სტუმართა ფერდკანიან მცველ კალიდუ კულიბალის რასისტული შეურაცხყოფა მიაყენეს და ეს სასჯელიც ამად დაიმსახურეს. "ლაციოს" მესვეურებმა გადაწყვეტილება გააპროტესტეს, მაგრამ განაჩენი ძალაში დარჩა.
ხუთშაბათი. 11 თებერვალი
ლაციო-ვერონა 23.45
დისკვალიფიკაცია: პაროლო - მარონე
ტრავმა: ბასტა, დე ვრი, რადუ, კიშნა, ბიშევაჩი, მორისონი, ონაზი - ვივიანი, სუპრაიენი, რებიჩი, სილიგარდი, ალბერტაცი
ბოლო 6 მატჩი
+2=3-1 +1=4-1
ურთიერთშეხვედრები
სულ 14 თამაში: +7=3-4, (32-26)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"