ემანუელე ჯაკერინი: კონტე დონადონიმ უნდა შეცვალოს

AutoSharing Option
ხანგრძლივი პაუზის შემდეგ ემანუელე ჯაკერინი იტალიის ნაკრებში გამოიძახეს და 30 წლის შემტევმა ესპანეთის წინააღმდეგ იასპარეზა.

ჯაკერინიმ კარგი შთაბეჭდილება დატოვა და საგოლე გადაცემა მიითვალა აქტივში. ესპანეთთან მატჩის შემდეგ ჯაკერინი პრესას გაესაუბრა და იმედი გამოთქვა, რომ ანტონიო კონტეს შემდეგ იტალიის ნაკრებს რობერტო დონადონი ჩაუდგება სათავეში. აღვნიშნავთ, რომ ემანუელე "ბოლონიაში" ასპარეზობს, დონადონი კი სწორედ ამ გუნდის მწვრთნელია:

"ეროვნულ ნაკრებში დაბრუნებამ ძალიან გამახარა და დიდი იმედი მაქვს, რომ "სკუადრა აძურასთან" ერთად, ევროპის ჩემპიონატზე გავემგზავრები. ანტონიო კონტე შესანიშნავად მუშაობს და ვფიქრობ, რომ მასთან ერთად დიდ
წარმატებას მივაღწევთ.

რაც შეეხება ნაკრების მომავალ მესაჭეს, მჯერა, რომ კონტეს ღირსეული და სრულფასოვანი შემცვლელი რობერტო დონადონი იქნება, რომელიც "ბოლონიაში" ნაყოფიერად მუშაობს და იქამდეც დადებითი შედეგებით წარმოაჩინა თავი. დონადონი და კონტე ბევრი რამით ჰგვანან ერთმანეთს და იმედი მაქვს, რომ ევროპის ჩემპიონატის შემდეგ "აძურას" სწორედ რობერტო ჩაუდგება სათავეში".

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული