ტურინის "იუვენტუსის" სატრანსფერო სამიზნეები: ბერარდი და პიანიჩი

AutoSharing Option
"იუვენტუსის" მესვეურები მომდევნო სეზონისთვის გუნდის გაძლიერებას აპირებენ და საქმეს აქედანვე აქტიურად მოჰკიდეს ხელი. თუ "გაძეტა დელო სპორტს" დავუჯერებთ, ტურინელებმა საბოლოო გადაწყვეტილება მიიღეს დომენიკო ბერარდისთან დაკავშირებით და ამ ზაფხულს 21 წლის თავდამსხმელის ხელშეკრულებას გამოისყიდიან.

ითქვა ისიც, რომ ბერარდის სანაცვლოდ, "იუვენტუსი" 25 მილიონ ევროს გადაიხდის. კლუბის სპორტულმა დირექტორმა ჯუზეპე მაროტამ დაადასტურა ინფორმაცია ბერარდისთან დაკავშირებით და შემდეგი განაცხადა:

"დიახ, ჩვენ ვაპირებთ ბერარდის გამოსყიდვას, რომელიც შესანიშნავი შემტევია და თანაბარი წარმატებით შეუძლია თამაში როგორც თავდამსხმელის, ისე გარემარბის პოზიციაზე. დამოკიდებულია თუ არა ბერარდის ტრანსფერი ალვარო მორატას
წასვლა-არწასვლაზე? - არანაირად. მორატას საკითხს ცალკე განვიხილავთ, ბერარდის გამოსყიდვა კი ნებისმიერ შემთხვევაში გვსურს".

პიანიჩი 38 მილიონ ევროდ
იტალიური მედია ამტკიცებს, რომ "იუვენტუსი" "რომასთან" მირალემ პიანიჩის ტრანსფერზე ვაჭრობს და არის შანსი, რომ 26 წლის ბოსნიელმა ნახევარმცველმა კარიერა ტურინულ გრანდში გააგრძელის. ითქვა ისიც, რომ "იუვეს" მესვეურები მზად არიან, მირალემის სანაცვლოდ 30 მილიონი ევო გადაიხადონ, "რომა" კი 38 მილიონს ითხოვს. მოლაპარაკება გრძელდება და შესაძლოა, შეთანხმებით დასრულდეს, რასაც მაროტას სიტყვები მოწმობს:

"გვჭირდება ნახევარმცველი, რომელიც შეტევებს დაიწყებს და გუნდის თამაშს წარმართავს. მას შემდეგ, რაც გუნდი ანდრეა პირლომ დატოვა, ვაკუუმი შეიქმნა, რომელიც ჯერ კიდევ შესავსებია. პიანიჩი შესანიშნავი ფეხბურთელია, უბადლო ტექნიკის პატრონი, რომელსაც არც მოედნის ხედვა დაეწუნება და არც პასი. მირალემის გადაბირებაზე უარს ნამდვილად არ ვიტყვით, დანარჩენს კი დრო გვიჩვენებს".

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული