"ლაციო": მარსელო ბიელსა რომში 9 ივლისს ჩავა

AutoSharing Option
იტალიური სერია A არგენტინელი მწვრთნელით შეივსო - რომის "ლაციოს" ახალ სეზონში მარსელო ბიელსა გაწვრთნის.

"ლაციომ" ეს დანიშვნა ოფიციალურად უკვე დაადასტურა, მაგრამ ბიელსა რომში მხოლოდ 9 ივლისს ჩავა და მაშინ შეუდგება საქმეს. არგენტინელი ბოლოს "მარსელში" მუშაობდა 2014-15 წლებში. ვერ ვიტყვით, რომ "ველოდრომზე" მისი მუშაობა წარმატებული გამოდგა.

ბიელსა ცნობილია აგრეთვე "ესპანიოლის", "ბილბაოს" და, რა თქმა უნდა, არგენტინისა და ჩილეს ეროვნული ნაკრებების მწვრთნელობით.

ბოლო სეზონი "ლაციომ" მერვე ადგილზე დაასრულა. აპრილიდან მოყოლებული, გუნდს სიმონე ინძაგი წვრთნიდა, მაგრამ მას კონტრაქტი აღარ შესთავაზეს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი
"ლელო"

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული