"ლაციომ" ეს დანიშვნა ოფიციალურად უკვე დაადასტურა, მაგრამ ბიელსა რომში მხოლოდ 9 ივლისს ჩავა და მაშინ შეუდგება საქმეს. არგენტინელი ბოლოს "მარსელში" მუშაობდა 2014-15 წლებში. ვერ ვიტყვით, რომ "ველოდრომზე" მისი მუშაობა წარმატებული გამოდგა.
ბიელსა ცნობილია აგრეთვე "ესპანიოლის", "ბილბაოს" და, რა თქმა უნდა, არგენტინისა და ჩილეს ეროვნული ნაკრებების მწვრთნელობით.
ბოლო სეზონი "ლაციომ" მერვე ადგილზე დაასრულა. აპრილიდან მოყოლებული, გუნდს სიმონე ინძაგი წვრთნიდა, მაგრამ მას კონტრაქტი აღარ შესთავაზეს.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი