სერია A: ყველაზე მაღალანაზღაურებადი ფეხბურთელი და მწვრთნელი "იუვენტუსს" ჰყავს

AutoSharing Option
იტალიურმა La Gazzetta dello Sport-მა სერია A-ს ყველაზე მაღალანაზღაურებად ფეხბურთელთა და მწვრთნელთა რეიტინგი გამოაქვეყნა.

მას მერე, რაც გონსალო იგუაინი "ნაპოლიდან" "იუვენტუსში" გადავიდა და კონტრაქტის თანახმად, წლიურად 7,5 მლნ ევრო ერგო, ის ჩემპიონატის ყველაზე მაღალანაზღაურებადი ფეხბურთელი გახდა. მეორე ადგილზე "რომას" ნახევარმცველი დანიელე დე როსია, რომლის წლიური ხელფასი 6,5 მლნ ევროს შეადგენს, მირალემ პიანიჩი კი, რომელიც მესამეა, წლიურად 4,5 მლნ ევროს იღებს.

ყველაზე მაღალანაზღაურებადი მწვრთნელიც ტურინული გუნდიდანაა - მასიმილიანო ალეგრი წლიურად 5 მლნ ევროს იღებს. "რომას" მწვრთნელი ლუჩანო სპალეტი წლიური 3-მილიონევროიანი ხელფასით
მეორეა, "ინტერის" თავკაცი ფრანკ დე ბური კი მესამე - 2,5 მლნ ევრო.

აღსანიშნავია, რომ ფეხბურთელთა ხელფასებზე ყველაზე მეტ თანხასაც "იუვენტუსი" იხდის - 145 მლნ ევრო.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული