იტალიის ნაკრების ხუთ ფანატს ფაშისტური მისალმების გამო ფეხბურთზე დასწრებას აუკრძალავენ

AutoSharing Option
ისრაელის ფეხბურთის ასოციაცია ითხოვს, რომ იტალიელ გულშემატკივართა ჯგუფს საფეხბურთო მატჩებზე დასწრება მთელ მსოფლიოში აეკრძალოს.

ორგანიზაციის წარმომადგენლის შლომი ბარცელის თქმით, არსებობს რამდენიმე ფოტოსურათი იტალიელი გულშემატკივრებისა, რომლებიც მსოფლიოს 2018 წლის ჩემიონატის შესარჩევი ციკლის მატჩში ისრაელისა და იტალიის ნაკრებებს შორის, ფაშისტური მისალმების დემონტრირებას ახდენდნენ.

საუბარია, ხუთ იტალიელ ქომაგზე, რომელთა მამხილებელი ფოტოსურათები იტალიის ფეხბურთის ფედერაციას გადაეგზავნება.

შეგახსენებთ, რომ ჰაიფაში, 5 სექტემბერს გამართული G ჯგუფის შეხვედრა იტალიელთა გამარჯვებით, ანგარიშით 3:1 დასრულდა.

- იტალიის ნაკრები: ვენტურა, როგორც კონტე...
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული