მაგალითად, "სიტის" მესვეურებს 60 მილიონი ევრო ჰქონდათ გამზადებული, თავად ფეხბურთელს კი წლიურად 7 მილიონ ევროს სთავაზობდნენ. ბონუჩიმ ტურინში გადაწყვიტა დარჩენა და "იუვენტუსს" ერთგულება შეჰფიცა.
მალევე, გავრცელდა ცნობა, რომ "იუვე" 29 წლის მცველისთვის ახალ ხელშეკრულებას ამზადებს, რომლის ძალითაც, ლეონარდო სეზონში არა 3.5 მილიონ ევროს მიიღებს, როგორც ეს დღეს ხდება, არამედ 5 მილიონ ევროს. ამ ნაბიჯით, ტურინული გრანდი იმ ერთგულების დაფასებას აპირებს,
პრესაში ისიც დაიწერა, რომ "იუვეს" მესვეურები ახალ კონტრაქტს ამზადებენ პაულო დიბალასთან, რომელიც წელიწადში მხოლოდ 2.5 მილიონ ევროს გამოიმუშავებს, მისი კლასის ფეხბურთელები კი იგივე ინგლისში სამჯერ მეტ ხელფასს იღებენ. თუმცა, ჯერჯერობით, ბონუჩისთან და დიბალასთან ახალი კონტრაქტები არ გაფორმებულა, რაზეც პრესასთან ტურინული გრანდის სპორტულმა დირექტორმა ჯუზეპე მაროტამ ისაუბრა:
"ბონუჩი და დიბალა გუნდის ლიდერები არიან, "იუვენტუსში" კიდევ დიდ ხანს სურთ დარჩენა და ეს ძალიან გვახარებს. მათ კონტრაქტებს 2020 წელს ეწურება ვადა, მაგრამ ჩვენ პირობების შეცვლას და ხელშეკრულების განახლებას ვაპირებთ. თუმცა, საჩქარო არაფერია და ფეხბურთელები ახალ კონტრაქტებს წლის ბოლოს მიიღებენ. ვამაყობ, რომ ბონუჩი და დიბალა "იუვეს" ფეხბურთელები არიან".
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"