ტურინის "იუვენტუსისთვის" ივან რაკიტიჩის ტრანსფერი პრიორიტეტულია

AutoSharing Option
იტალიური მედიის ცნობით, ტურინის "იუვენტუსი" კვლავაც არ ეშვება "ბარსელონადან" ივან რაკიტიჩის გადაბირების იდეას.

როგორც ირკვევა, ხორვატი ნახევარმცველის დამატების საკითხში განსაკუთრებით მოწადინებული ტურინული გუნდის მთავარი მწვრთნელი მასიმილიანო ალეგრია, რომელიც რაკიტიჩს პოლ პოგბას სრულფასოვან შემცვლელად განიხილავს. შესაბამისად, ივან რაკიტიჩის ტრანსფერი "იუვენტუსისთვის" პრიორიტეტულია.

28 წლის ფეხბურთელს, რომელიც "ბარსელონას" ღირსებას 2014 წლიდან იცავს, კლუბთან კონტრაქტი 2019 წლამდე აკავშირებს. მიმდინარე სეზონში მან ყველა ტურნირში ერთად 9 მატჩი ჩაატარა და 2 გოლი გაიტანა.

სხვათა შორის, რამდენიმე დღის წინ ესპანური გამოცემა Mundo Deportivo იტყობინებოდა, რომ გასულ ზაფხულს
რაკიტიჩმა უარი "იუვენტუსის" გარდა, "ჩელსისა" და "მანჩესტერ იუნაიტედსაც" უთხრა.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული