ჯანლუიჯი ბუფონს "ოქროს ფეხი" ერგო

AutoSharing Option
ტურინის "იუვენტუსის" მეკარე ჯანლუიჯი ბუფონი "ოქროს ფეხის" მფლობელი გახდა, პრიზის, რომელიც 28 წელზე მეტი ასაკის თავგამოჩენილ ფეხბურთელებს ყოველწლიურად ენიჭებათ.

ისტორიაში პირველად, პრიზის მფლობელი გოლკიპერი გახდა. "ჩემს გარდა კიდევ არიან მეკარეები, რომელთაც თავიანთი კარიერით დაიმსახურეს ეს პრიზი", - განაცხადა ვეტერანმა მეკარემ.

ეს პრიზი მოუგიათ: დიდიე დროგბას, რაიან გიგზს, ფრანჩესკო ტოტის, რონალდინიოსა და ზლატან იბრაჰიმოვიჩს. 2014 წელს პრიზი ანდრეს ინიესტამ მიიღო, ხოლო 2015-ში - სამუელ ეტოომ.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული