ალეჰანდრო გომესი იტალიის ნაკრებში?

AutoSharing Option
შესაძლოა, იტალიის ეროვნული ნაკრების შემადგენლობაში არგენტინელი ნახევარმცველი ალეჰანდრო გომესი ვიხილოთ. "სკუადრა აძურას" მთავარი მწვრთნელი ჯამპიერო ვენტურა "ატალანტა"-"ჯენოას" შეხვედრას დაესწრო, ბერგამოული გუნდის შემადგენლობაში კი 28 წლის გომესი საუკეთესო იყო.

ალეჰანდრომ შესანიშნავი გოლი გაიტანა და მთლიანობაში, ბრწყინვალედ გაისარჯა, "ატალანტამ" კი მეტოქეს სამი უპასუხო გოლი შეუგდო.

რამდენიმე თვის წინ ალეჰანდრო გომესმა იტალიის მოქალაქეობა მიიღო, არგენტინის ეროვნულ ნაკრებში მას არასდროს უთამაშია და შესაბამისად, ვენტურას მისი გამოძახება უპრობლემოდ შეუძლია. მიმდინარე სეზონში გომესმა "ატალანტას" შემადგენლობაში 11 მატჩი გამართა, 2 გოლი გაიტანა და 1 საგოლე პასი მიითვალა
აქტივში.

ბერგამოში გადაბარგებამდე ალეჰანდრომ "კატანიაში" ასპარეზობით დაგვამახსოვრა თავი, სადაც 3 წელი გაატარა, 106 მატჩი გამართა და 16 გოლი გაიტანა.

მას შემდეგ, რაც სიცილიური გუნდი სერია B-ში დაქვეითდა, გომესი ერთი წლით უკრაინაში, ხარკოვის "მეტალისტში" გადაბარგდა, თუმცა მალევე იტალიაში დაბრუნდა და "ატალანტას" ერთ-ერთი საკვანძო ფეხბურთელი გახდა. ფეხბურთელმა უკვე განაცხადა, რომ მისთვის ვენტურას ყურადღების სფეროში მოქცევა დიდი პატივია და იტალიის ნაკრებში სიამოვნებით ითამაშებს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული