ბერგამოული გუნდის ერთ-ერთი ლიდერია ალეჰანდრო გომესი, რომელმაც იტალიური ფეხბურთის გრანდების ყურადღება მიიპყრო. ბოლო დღეებში აქტიურად ვრცელდება ცნობები, რომ გომესის გადაბირებით "რომაა" დაინტერესებული და დედაქალაქელები ტრანსფერის გაჩარხვას ზამთრის სატრანსფერო პერიოდში აპირებენ.
აქვე ვთქვათ, რომ გომესის მიწვევა იტალიის ნაკრების მწვრთნელ ჯამპიერო ვენტურას სურდა, მაგრამ ეს ამბავი ფიფამ დაბლოკა - როდესაც ალეჰანდრო არგენტინის ახალგაზრდულ ნაკრებში თამაშობდა, მაშინ ის მხოლოდ არგენტინის მოქალაქე იყო, არ ფლობდა ორმაგ მოქალაქეობას, ეს კი თურმე უკრძალავს
"ვფიქრობ, შეგვწევს იმის ძალა, რომ ევროსაგზური მოვიპოვოთ და "ატალანტამ" საერთაშორისო სარბიელზე მოსინჯოს ძალები. შესანიშნავი გუნდი გვყავს და ჩვენ კიდევ უკეთ შეგვიძლია თამაში.
მომდევნო ტურში "რომას" ვხვდებით და ეს იქნება უაღრესად მნიშვნელოვანი მატჩი, რადგან შეგვიძლია საუკეთესო სამეულს კუდზე დავაჯდეთ. ბევრს საუბრობენ ჩემს "რომაში" შესაძლო გადაბარგებაზე, თუმცა დღეს ჩემთვის ეს თემა არ არის აქტუალური.
არ ვიცი, რა იქნება მომავალში, მაგრამ მიმდინარე სეზონში ჩემი გეგმები მხოლოდ "ატალანტას" უკავშირდება და მსურს, ამ გუნდის ისტორიაში, სხვებთან ერთად, მნიშვნელოვანი ფურცელი ჩავწერო. მსურს თუ არა იტალიის ნაკრებში თამაში? - დიახ, ამის დიდი სურვილი მაქვს და იმედი ჯერ კიდევ არ გადამიწურავს. ვერ ვიფიქრებდი, თუ ფიფა იტალიის ნაკრებში თამაშის საშუალებას არ მომცემდა.
მაინც მგონია, რომ ეს არაა საბოლოო ვერდიქტი და ამ საკითხის მოგვარება შეიძლება. დიდი სურვილი მაქვს, რომ იტალიის ნაკრებთან ერთად, მსოფლიოს და ევროპის ჩემპიონატებზე ვიასპარეზო".
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"